მედიცინა

აჭარაში დელტა შტამის შემთხვევები გამოვლინდა

Nusagi

აჭარაში დელტა შტამის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დელტა შტამი ტურისტებს დაუდასტურდათ, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს, მათთან კონტაქტში მყოფი პირები კი, აჭარის საზოგადოებრივი  ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, იზოლაციაში არიან გადაყვანილები.

გარდა ამისა, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ქობულეთში ერთ-ერთი კაფეს 10 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. კაფემ მუშაობა შეწყვიტა, ხოლო ინფიცირებულ თანამშრომლებთან დაკონტაქტებული პირები იზოლაციაში არიან გადაყვანილები.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბავშვთა საავადმყოფოში ინფიცირებულ 15 ბავშვი მკურნალობს. ზოგადად კი, მიმართვიანობა გაზრდილი არ არის.

მინისტრის თქმით, მიმართვიანობის გაზრდის შემთხვევაში სამინისტრო მზადაა საწოლები დაამატოს.

ინფიცირების მაღალი მაჩვენებლით საქართველო წითელ ზონაშია.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,012 ნახვა
%d bloggers like this: