უცხოური მედია

ბრიტანელი ექსპერტები ფეხმძიმე ქალებს მოუწოდებენ, ვაქცინა გაიკეთონ

Nusagi

ბრიტანელ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების განსაკუთრებული რისკის ქვეშ ფეხმძიმე ქალები იმყოფებიან,- ამის შესახებ  BBC იუწყება.

ექსპერტები მოუწოდებენ ქალებს, გაიკეთონ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რათა „დაიცვან საკუთარი თავი, ბავშვი და ოჯახი“.

მათივე მტკიცებით, ვაქცინა ფეხმძიმობის დროს საშიში არ არის.

მანამდე ორსულები ერთადერთი მოწყვლადი ჯგუფი იყო, რომლებსაც ვაქცინაცია არ შეხებია. 

აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც 90 000 ორსული მონაწილეობდა, აჩვენა, რომ არ არსებობს არანაირი რისკი ნაადრევი მშობიარობის, ან ნაყოფის დაკარგვის, რადგან ვაქცინა დედიდან ბავშვზე არ გადადის. მას ხელს უშლის პლაცენტა. 

ექსპერტები აცხადებენ, რომ არავაქცინირებული, ან ნაწილობრივ ვაქცინირებული ფეხმძიმე ქალები მაქსიმალურად უნდა ეცადონ, დაიცვან თავი ინფიცირებისგან.

„ყველანაირი მტკიცებულება არსებობს, რომ კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა საშიში არ არის ორსულებისთვის, ამიტომ დაბეჯითებით გთხოვთ, გაიკეთეთ აცრა, რათა დაიცვათ საკუთარი თავი, თქვენი შვილი და ოჯახი“,-აცხადებს გილ უოლტონი. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,762 ნახვა
%d bloggers like this: