ბიზნესი

დღეს მივდივარ აქციაზე, რომ ხვალ რუსულ გუბერნიაში არ გავიღვიძოთ – ქადაგიძე

Nusagi

დღეს, 18:00 საათზე, პარლამენტთან ოპოზიციური მედიასაშუალებების ორგანიზებით აქცია იმართება. 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით მედიის პროტესტს პოლიტიკოსებიც უერთდებიან.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხელი შეუწყო „ინტელექტბანკის, „ქართუ ბანკისა“ და სხვა საფინანსო ორგანიზაციების გაკოტრებას, სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთთან ჰიბრიდული ომის მწვავე ფაზაში ვართ და იმისთვის, რომ ხვალ რუსულ გუბერნიაში არ გავიღვიძოთ, ის აქციას უერთდება.

“თითოეულმა პატიოსანმა მოქალაქემ უნდა გავიაზროთ, რომ რუსეთთან ჰიბრიდული ომის მწვავე ფაზაში ვართ. ზიზღზე, ტყუილზე, ქაოსზე, რადიკალურ და მოძალადე ჯგუფებზე კაპიტალიზაციის მცდელობა, შედეგად კი არასტაბილურობა, უიმედობა და სიღარიბე- ასე გამოიყურება 21 საუკუნის რუსული ომი.

ამასთან შედარებით, ყველაფერი სხვა მეორეხარისხოვანია!

მე მივდივარ დღეს რუსთაველზე 18:00 საათზე, რომ ხვალ რუსულ გუბერნიაში არ გავიღვიძოთ”- წერს გიორგი ქადაგიძე.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,784 ნახვა
%d bloggers like this: