პოლიტიკა

ზაზა გახელაძე „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს: მოდით რა, ამ ორ რამეს ერთმანეთში ნუ აურევთ

Nusagi

ვისთანაც ურთიერთობა მქონდა, ყველა მეხმარებოდა, იქ, ციხეში არ აქვს მნიშვნელობა, ქართველი ხარ თუ ოსი,-ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან გათავისუფლებულმა ზაზა გახელაძემ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა. 

გახელაძემ „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ ჩაიწერა ირაკლი ღარიბაშვილმა ქულები მასთან შესახვედრად ჩასვლისას, უპასუხა, რომ მას ასე არ მიაჩნია.

„სოციალურ ქსელში წავიკითხე პატრიარქის მისამართით გამოთქმული შეურაცხმყოფელი კომენტარები, ნათელში იყოს, გარდაცვლილი ოპერატორი, მაგრამ იმასაც წერენ, მკვდარმა ლექსომ საქმე გააკეთაო. მოდით რა, ამ ორ რამეს ერთმანეთში ნუ აურევთ. მე არ მიმაჩნია, რომ ვინმემ ქულები დაიწერა იმით, რომ ჩემს გასათავისუფლებლად ჩამოვიდა,ღმერთმა ნუ ქნას, რომ ჩემსავით კიდევ ვიღაც გაიტაცონ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კიდევ ჩავლენ და დახვდებიან. რატომ აქამდე არ დაიწერეს ქულები? ჩართული იყო ყველა და პატრიარქის ჩარევით მოხდა ჩემი გათავისუფლება“,-განაცხადა ზაზა გახელაძემ 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,141 ნახვა
%d bloggers like this: