პოლიტიკა

პრემიერის პრესსამსახური: პრემიერი თვლის, რომ „მთავარმა არხმა”, „ტვ პირველმა” და „ფორმულამ” გადაკვეთეს ყველანაირი წითელი ხაზი

Nusagi

პრემიერი თვლის, რომ „მთავარმა არხმა”, „ტვ პირველმა” და „ფორმულამ” გადაკვეთეს ყველანაირი წითელი ხაზი და ჩართული არიან პოლიტიკურ კამპანიაში ღარიბაშვილის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ყოველთვის პასუხობს ჟურნალისტების კითხვებს, დღესაც მან ყველა ჟურნალისტის დასმულ კითხვას უპასუხა.

„დღეს რამდენიმე კონკრეტული მედიასაშუალების მხრიდან დაისვა კითხვები, რატომ არ იყვნენ ისინი მოწვეული პრემიერ-მინისტრის დღევანდელ ღონისძიებაზე.

პრემიერ-მინისტრი ყოველთვის პასუხობს ჟურნალისტების კითხვებს, დღესაც მან ყველა ჟურნალისტის დასმულ კითხვას უპასუხა. „მთავარ არხს“, „ტვ პირველს“ და „ფორმულას” არ აინტერესებთ პასუხები კითხვებზე, ისინი მუდმივად იქცევიან დესტრუქციულად და მხოლოდ თავიანთ პოლიტიკურ დღის წესრიგს მიყვებიან.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ „მთავარმა არხმა“, „ტვ პირველმა“ და „ფორმულამ” გადაკვეთეს ყველანაირი წითელი ხაზი, ისინი წარმოადგენენ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, ფინანსდებიან და პირდაპირ მართულები არიან მიხეილ სააკაშვილის და მისი რადიკალური ძალების მიერ და ჩართული არიან პოლიტიკურ კამპანიაში პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ. შესაბამისად, ამ მიზეზით დღეს არ მოხდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის ტელეკომპანიების მოწვევა ღონისძიებაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, მახათას მთაზე, ქართველი სამხედროებისთვის მიმდინარე პროექტის – „ჯარის ქალაქის – Army City“ მშენებლობას დაესწრო.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,605 ნახვა
%d bloggers like this: