პოლიტიკა

ღარიბაშვილი ჟურნალისტებს: დიდი ამორალური საქციელია თქვენი კოლეგის სიკვდილით სპეკულირება და ამით მანიპულირება საზოგადოებაზე

Nusagi

„ჩვენ, მთავრობა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ, ჟურნალისტებს გქონდეთ თავისუფალი მუშაობის, გადაადგილების საშუალება. ამისთვის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა. 2012 წლის შემდეგ, ჩვენი ქვეყანა ყველა რეიტინგებით არის მოწინავე, ევროკავშირის ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ წინ და ჩვენთან მედია თავისუფლება არის გარანტირებული“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ჟურნალისტების ნაწილის პირდაპირი ჩაბმა ამ პოლიტიკურ კამპანიაში და აქციებში, არ აისახება კარგად მედიაგარემოზე.

„მინდა, ჩვენს მოსახლეობას განვუმარტო, რომ ხალხი ძალიან კარგად ხედავს, თუ ვინ დგას სიმართლის მხარეს. რაც ხდება ბოლო დღეების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური აქცია, პოლიტიკური აქტი. მე მინდა მოგისამძიმროთ ყველას თქვენი კოლეგის გარდაცვალება. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია ჩვენთვის ყველასთვის, მაგრამ ძალიან დიდი ამორალური საქციელია სწორედ თქვენი კოლეგის სიკვდილით სპეკულირება და ამით მანიპულირება საზოგადოებაზე. სპეკულირებს ერთადერთი დესტრუქციული ძალა – ეს არის სააკაშვილი დ მისი რადიკალური ჯგუფი. ყველა, ვინც ახლა არის გაერთიანებული მის გარშემო, რა თქმა უნდა, ატარებს სააკაშვილის პოლიტიკას. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ ჟურნალისტების ის ნაწილი, რომელიც უკვე პირდაპირ არის ჩაბმული ამ პოლიტიკურ კამპანიაში და აქციებში, ეს რა თქმა უნდა არ აისახება კარგად მედია გარემოზე, მაგრამ ეს მათი არჩევანია. ჩვენ, მთავრობა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ, ჟურნალისტებს გქონდეთ თავისუფალი მუშაობის, გადაადგილების საშუალება. ამისთვის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა. 2012 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა ყველა რეიტინგებით არის მოწინავე, ევროკავშირის ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ წინ და ჩვენთან მედია თავისუფლება არის გარანტირებული. ჩვენთან 2 კვირის ფარგლებში ნებისმიერ ადამიან შეუძლია გახსნას ტელევიზია და მედიამ დაიწყოს ოპერირება საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში ეკონომიკის სწრაფი აღმავლობა დაიწყო და ამ პროცესის შეფერხება სურთ რადიკალურ, დესტრუქციულ ძალებს.

„ეკონომიკის სწრაფი აღმავლობა დაიწყო. აპრილი ჩვენ რეგიონში და ალბათ მსოფლიოშიც, გვქონდა უპრეცედენტო, 45%-იანი ზრდა. მაისში 255-ინი, ივნისშიც ველოდებით ორნიშნა ზრდას. პირველ 5-6 თვეში ჩვენ გვაქვს 11-12%-იანი ზრდა, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ წელს მაღალი ალბათობით გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც ნიშნავს მეტ კეთილდღეობას, მეტ შემოსავლებს ბიუჯეტში და მეტი პროექტების განხორციელებას. ბიზნესი არის ოპტიმისტურად განწყობილი, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს. ტურისტების მომრავლება შეინიშნება ქუჩებში და ხედავთ, რომ სასტუმროები პრაქტიკულად გადავსებულია. ეს რა თქმა უნდა აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე. ვის სურს ამ პროცესის შეფერხება. ამ პროცესის შეფერხება სურთ რადიკალურ, დესტრუქციულ ძალებს და ჩვენს მტრებს, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის მტრებს. აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ იმას, რასაც ვუყურებთ ბოლო დღეების განმავლობაში, რაღაც ერთგვარი აჟიოტაჟი, რაც ატეხილია ჩვენს საზოგადოებაში, არის აბსოლუტურად მიუღებელი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,242 ნახვა
%d bloggers like this: