პოლიტიკა

ნუ გვავიწყდება, რომ ვართ სუვერენული ქვეყანა, რომელსაც აქვს კონსტიტუცია და ჰყავს საზოგადოება, რომელიც აკომპლექტებს ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც

Nusagi

შეჩერების, ე.წ. დაპაუზების წინადადება, რაზეც მიშელის დოკუმენტში წერია, ის ყველაფერი შესრულებულია – რომ შესრულებულია და ამბობენ, რომ არ არის შესრულებული, ამიტომაც გაკეთდა ეს განცხადება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მაჭარაშვილი ირაკლი კობახიძის, არჩილ თალაკვაძისა და შალვა პაპუაშვილის ერთობლივ ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმის შესახებ არასწორი ინფორმაცია აქვთ.

„ჩვენ პარტნიორებთან ურთიერთობები საკმაოდ კარგად გვაქვს და არსებობს, რა თქმა უნდა, ის ფორმატი, სადაც ჩვენ ვმონაწილეობთ და განსხვავებული პოზიციებიდან გამომდინარე ყოველთვის ვჯერდებით რაღაც ერთიან პოზიციაზე. შეჩერების, ე.წ. დაპაუზების წინადადება, რაზეც მიშელის დოკუმენტში წერია, ის ყველაფერი შესრულებულია. რომ შესრულებულია და როცა ამბობენ, რომ არ არის შესრულებული, ამიტომ გაკეთდა ეს განცხადება ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან. მართლმსაჯულება არ არის ერთადერთი საკითხი, სადაც არასწორი ინფორმაციები ჰქონდათ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. იყო ასეთი ძალიან ბევრი მაგალითი, როცა მერე დელეგაცია ჩავიდა და სულ სხვა, რეალური ინფორმაცია მიეწოდა ჩვენს პარტნიორებს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილი კითხვაზე, იგულისხმება თუ არა „არაკეთილსინდისიერ ჩინოსანში“ კელი დეგნანი, პასუხობს, რომ განცხადებაში კონკრეტულ პიროვნებაზე საუბარი არ ყოფილა.

„რა თქმა უნდა, მაგაზე არ არის საუბარი. ჩვენ, განსხვავებით სხვა პოლიტიკური ძალებისგან, გვაქვს ის მომეტებული პასუხისმგებლობა, რომ კონკრეტიკაზე არ გადავიდეთ, მაგრამ ასევე მომეტებული პასუხისმგებლობა გვაქვს საზოგადოების წინაზე. ჩვენ ნუ გვავიწყდება ის, რომ ვართ სუვერენული ქვეყანა და პირველ რიგში ქვეყანას აქვს კონსტიტუცია და ჰყავს საზოგადოება, რომელიც აკომპლექტებს ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც. მის წინაშე ვართ პირველ რიგში ვალდებული, რომ ხელისუფლების მესამე შტოში რეფორმები და პროცესი არ შევაჩეროთ უარგუმენტოდ“, – განაცხადა მან.  

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,552 ნახვა
%d bloggers like this: