სამართალი

ალექსანდრე დარახველიძე-ექსპერტიზის მიხედვით, ლექსო ლაშქარავას სხეულში იყო ნარკოტიკული საშუალების ის ოდენობა, რაც ლეტალობისთვის საკმარისია

Nusagi

„ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად გვაქვს მონაცემები, რომელშიც მითითებულია, რომ ლექსო ლაშქარავას სხეულში იყო ნარკოტიკული საშუალების ის ოდენობა, რაც ლეტალობისთვის საკმარისია“ – განაცხადა ტვ „იმედის“ „შაბათის ქრონიკაში“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.

მისი თქმით, აქ საუბარია კონკრეტული ნარკოტიკების შემცველობაზე, რომელიც დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, არის ლეტალობის გამომწვევი.

როგორც ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, საქმეში დევს ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, სადაც გაწერილია ბიოლოგიურ მასალაში კონკრეტული ნარკოტიკის რა შემცველობა იყო.

„საქმეში დევს ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, ეს არის ბიოლოგიურ მასალაში კონკრეტული ნარკოტიკის რა შემცველობა იყო, სწორედ ეს არის გაწერილი ექსპერტიზის დასკვნაში და რა თქმა უნდა, დაზარალებულის უფლებამონაცვლეს აქვს უფლება გაეცნოს. მათ დაქირავებული ჰყავთ დამოუკიდებელი ექსპერტი თავისი ინტერესების დასაცავად და მასაც აქვს საშუალება გაეცნოს ექსპერტიზის დასკვნას. აქ საუბარია კონკრეტული ნარკოტიკების შემცველობაზე, რომელიც დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, არის ლეტალობის გამომწვევი.

კონკრეტულად რამ გამოიწვია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება, იყო თუ არა ეს ზედოზირების შედეგი, თუ იყო სხვა ფაქტორებით გამოწვეული, ექსპერტიზა გრძელდება, საბოლოო დასკვნა დაიწერება, თუმცა, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად გვაქვს მონაცემები, რომელშიც მითითებულია, რომ მის სხეულში იყო ნარკოტიკული საშუალების ის ოდენობა, რაც ლეტალობისთვის საკმარისია“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

მისივე თქმით, ლექსო ლაშქარავას საქმის გამოძიების ფარგლებში, ცალკე წარმოებად გამოიყო ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის საქმე, ამ მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება, ხდება ყველა იმ რელევანტური მტკიცებულებების მოპოვება და საზოგადოებას უახლოეს მომავალში ეცნობება კონკრეტულ შედეგები.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,698,610 ნახვა
%d bloggers like this: