საზოგადოება

„ეს იყო იმ ძალადობის გაგრძელება, რომელიც 5 ივლისს დაიწყო“ – მარგველაშვილი პარლამენტში დაპირისპირებაზე

Nusagi

„ეს იყო იმ ძალადობის გაგრძელება, რომელიც 5 ივლისს დაიწყო. ძალადობა, განსხვავებული აზრის მიუღებლობა, სხვისი პოზიციის მოსმენის სურვილის არ ქონა და რაც მთავარია, ფიზიკური ძალის გამოყენება, რომელიც უკვე ამ ადამიანების ფორმა გახდა. ისინი ცდილობენ იზლოლირებულ წრეში ფიზიკურად გადაწყვიტონ ის საკითხები, რომელზეც ნორმალურ ვითარებაში უნდა იყოს საუბარი“ , – ასე ეხმაურება ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა უნდა გამართულიყო.

მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ კრიტიკული მედიის ჟურნალისტებისთვის ბოიკოტის გამოცხადება სამწუხარო ფაქტი და მათი მომავლის ილუსტრაციაა.

„ეს ბოიკოტი არ არის, ეს მათი მომავალია ამ ქვეყანაში. ყოფილან ისეთი პოლიტიკოსები, ისეთი ადამიანები, რომლებმაც შემდეგ მთელი ცხოვრება ასე გაატარა, დამალვით, მოკლე გადარბენებით ერთი წერტილიდან მეორეში სამწუხაროდ, თავისი მომავლის ილუსტრაციაში იყვნენ დღეს“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, ჟურნალისტების მიერ საკუთარი გამოხატვის თავისუფლებისა და უსაფრთხოების დაცვა უმნიშვნელოვანესია, რადგან არსებულ ვითარებაში მედია პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პროცესის ერთადერთი საყრდენია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,743 ნახვა
%d bloggers like this: