პოლიტიკა

კრიტიკული მასა თუ ვერ გამოიყვანეს ქუჩაში, სათადარიგო სცენარი ძნელი გამოსაცნობი არ არის

Nusagi

დღეს პარლამენტში მორიგ შოუს უნდა ველოდოთ, პოლიტიკაში გადავარდნილი ქართული “რეიტინგული” ჟურნალისტიკის და ნაცოპოზიციის შესრულებით.,-ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მთელი ეს ოპერეტა წივილ -კივილის და გარედან პროვოკაციების ფონზე ჩაივლის.

„ მთელი ოპერეტა ერთადერთ საკითხზე იქნება აგებული. შინ და გარეთ, აქაური არხებიდან მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მოხდეს აზრის ფორმირება, რომ ეს იყო სპეცოპერაცია ლგბტ აქტივისტების და ოპომედიის დასასჯელად, რომელიც ღიად პრორუსულმა ჰომოფობიურ- ფაშისტურმა ძალებმა განახორციელეს, ხელისუფლების და ეკლესიის ლოცვა-კურთხევით.

აქაური მაიდანის დაანონსებაც სწორედ ამ ახალ მოცემულობაშია განსახილველი. ყველა კარტი გახსნილია, მთლიანად გაფანტულია ე.წ კრიტიკული მედიის დამოუკიდებლობის და თავისუფლების მითი, რომლებმაც საბოლოოდ მოიხსნეს ჟურნალისტური მანტია, წარმოჩინდენ რა პარტიულ ტელევიზიებად, რევოლუციის ფერხულში არიან ჩაბმული.

მართალია, მიტინგები ჩაუფლავდათ, და კარგიცაა ხალხს ეს რევანშისტული კლოუნადა, რომ ნაკლებად აინტერესებს. თუმცა ყველაფრიდან ჩანს, რომ ოპოზიციის ამოცანა პერმანენტული დესტაბილიზაციის კერების შექმნა იქნება. მაიდანიც შემთხვევით არ არის დაანონსებული, იანუკოვიჩმა დასავლეთს რომ უგანა! ამის მაგალითები ბოლო ორი წელია ისედაც ვნახეთ, მცირე მობილური ჯგუფებით ხულიგნობის ზღვარზე სხვადასხვა პერფომანსირებული აქციების მოწყობა, რამაც უნდა შექმნას დესტაბილიზაციის და უიმედობის განცდა მოსახლეობაში და შიგნიდან ჩამოშალოს ხელისუფლება. ქართული მაიდანის ანოტაციაში, ნომერ პირველი ამოცანაც, ხელისუფლების დასავლეთთან ურთიერთობის გაუარესებასთან და მხარდაჭერის დაკარგვასთან ერთად, პრემიერ ღარიბაშვილის და მისი მთავრობის გადაყენებაა, და არჩევნების ჩატარება დროებითი მთავრობის პირობებში. მიშელის დოკუმენტსაც იმიტომ არ აწერს ხელს რევოლუციური ავანგარგი ნაციონალების სახით დღემდე.

თუ ეს არ გამოვიდა და კრიტიკული მასა ვერ გამოიყვანეს, სათადარიგო სცენარიც ძნელი გამოსაცნობი არა, განმეორდება იგივე რაც საპარლამენტო არჩევნებზე მოხდა, დამდგარი შედეგის არ აღიარება და მორიგი საბოტაჟი. ფაქტიურად ეს არის მარათონი, სადაც დასავლეთთან ისედაც ნდობადაკარგულ ხელისუფლებას, უნდა შეუქმნას სერიოზული ეკონომიკური პრობლემები და მოსახლეობის საპროტესტო მუხლი გაზარდოს.

ამიტომაც ქართული ოცნების მთავარი ამოცანა დასავლეთთან ურთიერთობის დალაგებაა, გაცილებით რბილი და მოქნილი პოლიტიკა არის საჭირო დღეს წარმოქმნილი გაუგებრობების გადასალახად. მიუხედავად ოცნების კრიტიკისა, სიტუაცია სულაც არ არის კრიტიკული, როგორც ამას ოპომედია წარმოაჩენს. ბუნებრივია, თუ ოცნება იმოქმედებს ადექვატურად და დაამტკიცებს, რომ ეს პროვოკაცია ოპოზიციის რუსულ ინტერესთან თანხვედრაში, მთლიანად ოპოზიციის ინტერესში იყო და არც არავისთვის ხელის დაფარებას არ აპირებს, მაშინ არაფერიც არ იქნება, პირიქით ექნება სრული მხარდაჭერა, როგორც ევროკავშირის მხრიდან 4 მილიარდიანი ეკონომიკის მხარმდაჭერი პაკეტის, ასევე ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადების კუთხით“,-წერს გიორგი ცუცქირიძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,242 ნახვა
%d bloggers like this: