სოციალური ქსელები და მედია

ნანუკა ჟორჟოლიანი: ივანიშვილი ხელოვნურად აშიებს ხალხს, რომ შემდეგ, კარტოფილით მიიღოს ხმა, არ არის სასაცილო

Nusagi

როდესაც ადამიანი მშიერია, იმას ვერ ეუბენები, რომ რაღაცისთვის იბრძოლე ჩემთან ერთად, რადგან საკუთარი შვილი უნდა გამოკვებოს, – განაცხადა ჟურნალიტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე.

“ყოველთვის ვამბობდი, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელოვნურად აღარიბებს ქვეყანას, ხელოვნურად აშიებს ხალხს, რომ შემდეგ, დიახ, კარტოფილით მიიღოს მისი ხმა.

ჩვენ ამაზე თითქოს ვქილიკობთ, მაგრამ საერთოდ არ არის სასაცილო. შიათ და დიახ, დღეს უკვე ისეა, რომ კარტოფილით ხდება ხმის მოპოვება.

მეორე, პოლიტიკური ოპონენტებისგან ბუას შექმნით კარგად ახერხებდა ფონის გასვლას, უბრალოდ, ირაკლი ღარიბაშვილი ჩარჩა იმ დროში, როდესაც ის პრემიერ-მინისტრი იყო. იმის შემდეგ კი ქვეყანას დიდი გარბენი აქვს და ამას ვერ დაეწია”,- ამბობს ჟორჟოლიანი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,488 ნახვა
%d bloggers like this: