საზოგადოება

საოცარ რიტორიკას ვისმენთ ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც აანონსებენ „მაიდანს“, რევოლუციებს, გადატრიალებებს – ნიკოლოზ მჭედლიშვილი

Nusagi

„ეს სუბიექტები საუბრობენ ამომრჩეველთა უმრავლესობის სახელით, თუმცა, მაინც რევოლუციის „იმედად“ არიან“, – ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი აცხადებს.

მისი თქმით, რამდენიმე თვეში მმართველ პარტიას მოუწევს 43 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა და, თუ ოპოზიციას მართლაც, ამდენი ადამიანი უჭერს მხარს, მათ რეალურად შეეძლებათ არსებული სურათის შეცვლა. თუმცა, ოპოზიციამ კარგად იცის, რომ ეს მხარდაჭერა არ აქვს.

„საოცარ რიტორიკას ვისმენთ და ვუყურებთ ოპოზიციის წარმომადგენლების და მათთან მიტმასნილი თუ მათი დაფინანსებული აქტივისტების მხრიდან, რომლებიც აანონსებენ „მაიდანს“, რევოლუციებს, გადატრიალებებს. ეს სუბიექტები საუბრობენ „ხალხის სახელით“, ამომრჩეველთა უმრავლესობის „მხარდაჭერით“, თუმცა მაინც რევოლუციის „იმედად“ არიან. საოცრება კი იმაში მდგომარეობს, რომ ეს ხალხი ამტკიცებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს, მაგრამ არ ელოდებიან არჩევნებს, რომელიც უნდა გაიმართოს სულ რაღაც რამდენიმე თვეში, თანაც მმართველ პარტიას 43-პროცენტიანი ჩამკეტი ბარიერის გადალახვა მოუწევს. რამდენიმე თვეა დარჩენილი არჩევნებამდე, რომელსაც მართლა შეუძლია სიტუაციის შეცვლა, თუკი ოპოზიციას ექნება მხარდაჭერა. როგორც ჩანს, მათ კარგად იციან, რომ ეს მხარდაჭერა არ აქვთ, და ამას ხედავენ მიტინგებზეც! ბოლო მათი იმედია რევოლუცია, რომელიც არ ჩანს!“ – აღნიშნავს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,776 ნახვა
%d bloggers like this: