პოლიტიკა

„ტატამი“ პარლამენტში- ფეისბუქმომხმარებლები ფოტოებს აზიარებენ

Nusagi

პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სადაც შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური უნდა გამოსულიყო, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და მედიამ 5 ივლისის მოვლენების გამო პერფორმანსი მოაწყვეს და პროტესტი კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი ნონა მამულაშვილი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საკუთარ მაგიდაზე ავიდა და 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გამო პროტესტი ლექსო ლაშქარავას გამოსახულებიანი პლაკატით ხელებაწეულმა გამოხატა.

თავის მხრივ, ოპოზიციონერი დეპუტატის აღნიშნულ ქცევას უმრავლესობის წევრების პროტესტი მოჰყვა. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მამულაშვილს ჯერ მაგიდიდან ჩამოსვლისკენ მოუწოდეს და დეპუტატის ქცევის წესები შეახსენეს, მოგვიანებით კი ხელში აყვანილი ჩამოსვეს. 

„ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი სხდომის ჩაშლა იყო, რათა სინამდვილეზე არავის ესაუბრა – თუ ვინმეს სხდომათა დარბაზში, მაგიდაზე ფეხებით შემდგარი დეპუტატი გამოხატვის ფორმა ჰგონია, მისი პრობლემაა.“,-აცხადებს უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე.

დაპირისპირება მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ თინათინ ბოკუჩავასა და უმრავლესობის წევრ შალვა პაპუაშვილს შორისაც. ბოკუჩავამ სპიკერატისთვის განკუთვნილ ადგილზე ასვლა სცადა, თუმცა უმრავლესობის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ის ფაქტობრივად, ხელში აიყვანა და ადგილიდან ასე გამოიყვანა.

ფაქტების ამსახველ ფოტოებს ფეისბუქმომხმარებელთა აქტიური გამოხმაურება მოყვა. დღევანდელი ინციდენტის მათი შეფასებაა: „ტატამია ტატამი“ .

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,743 ნახვა
%d bloggers like this: