პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ და მისი მინისტრი კითხვებს გაექცა“ – მამუკა ხაზარაძე

Nusagi

„ქართული ოცნება“ და მისი მინისტრი კითხვებს გაექცა“, – ასე აფასებს ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრი მამუკა ხაზარაძე პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის მოსმენის გადადებას.

მან მედიას თანადგომა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ მწვავე კითხვების შეეშინდა.

„ქვეყანა არ იმართება დემოკრატიული სტანდარტებით, რადგან ბანერი, რომელიც დღეს ჟურნალისტებმა გადმოფინეს, სხდომის გაჩერების მიზეზი გახდა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ამ ქვეყანაში, ამ პარლამენტში, ეშინიათ თავისუფალი სიტყვის, პოლიტიკური განცხადებების და ეშინიათ მწვავე კითხვების მოსმენის.

„ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი თავი. მათ არ შეუძლიათ ქვეყნის მართვა, კითხვებზე პასუხის გაცემა და ამიტომ სხდომა დახურეს“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,639 ნახვა
%d bloggers like this: