პოლიტიკა

,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებულმა ტრიომ ბათუმის სამიტის დეკლარაციას მოაწერა ხელი

Nusagi

,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებულმა ტრიომ – საქართველომ, უკრაინამ და მოდლოვამ ბათუმის სამიტის დეკლარაციას მოაწერა ხელი.

დეკლარაციას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ და მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ხელი პეტრას ციხეში მოაწერეს.

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დეკლარაციით ასოცირებული ტრიო კისრულობს ვალდებულებას, ერთმანეთს დაუჭიროს მხარი და გააძლიეროს ერთმანეთი.

“ასოცირება არ უნდა იყოს მხოლოდ სიტყვა, მას ახალი მნიშვნელობა უნდა გააჩნდეს, უნდა გაითვალისწინოს ჩვენი სამი ქვეყნის ლიდერთა გონების, საერთო განწყობის და მიდგომების, დემოკრატიული მმართველობის, ძლიერი საზოგადოების მშენებლობის საერთო მიდგომების ნიშანი, რათა განვითარდეს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკა, ერთობლივი პროექტებით და საერთო მიდგომები არსებობდეს კონფლიქტების და ოკუპაციის დასაძლევად. ახალი მნიშვნელობის მქონე ასოცირება უნდა გაჩნდეს, იმდენად რამდენადაც ჩვენ ვიკისრეთ ვალდებულება, რომ გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ რეფორმები, ადაპტაცია, ევროკავშირის კანონდებლობასთან, გავაძლიეროთ ჩვენი სამართლის უზენაესობა და პრინციპები. ასევე ვკისრულობთ ვალდებულებას, ერთმანეთს დავუჭიროთ მხარი, გავაძლიეროთ ერთმანეთი”,- განაცხადა პრეზიდენტმა.

ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია დღეს გაიხსნა და ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარეობს. ღონისძიება ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გახსნა. გახსნით სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მოლდოვას, უკრაინისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, მაია სანდუ, ვლადიმირ ზელენსკი და შარლ მიშელი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,210 ნახვა
%d bloggers like this: