საზოგადოება

ვლადიმირ ზელენსკი საქართველოშია

Nusagi

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი საქართველოშია.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დახვდა.

ზელენსკი ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაში „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ მონაწილეობას მიიღებს.

ღონისძიება დღის მეორე ნახევარში გაიმართება, მასში მონაწილეობას საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებენ.

ღონისძიებას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გახსნის.

ღონისძიებას, ასევე, დაესწრება მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,579 ნახვა
%d bloggers like this: