პოლიტიკა

მოვუწოდებ მათ, ვისაც ჯერ არ მოუწერია ხელი შეთანხმებისთვის, გააკეთონ ეს

Nusagi

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმების კეთილსინდისიერად შესრულება საუკეთესო გარანტიაა საქართველოს დემოკრატიული წესრიგის წინ წასაწევად, რაც მისი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილია პარტიებისადმი.

„მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს და საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, რათა განგვეხილა საქართველოში ბოლო მოვლენები და 19 აპრილის შეთანხმების შესრულება. ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოს ყველა პოლიტიკური პარტიისადმი არის ის, რომ აპრილის შეთანხმების სრულად შესრულება, წერილობით, სულისკვეთებითა და კეთილსინდისიერად საუკეთესო გარანტიაა საქართველოს დემოკრატიული წესრიგის წინ წასაწევად ქვეყნის მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.

ამასთან, შარლ მიშელი 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდებს მათ, ვისაც ეს ჯერ გაუკეთებიათ.

„მოხარული ვიყავი, რომ შეთანხმების ყველა ხელმომწერი რჩება ვალდებული შეთანხმების სრულად შესრულებისადმი და ქვეყანაში ყველა პოლიტიკურ ძალას შორის უფრო მეტად ინკლუზიური, ერთიანი გზის განვითარებისადმი. მოვუწოდებ მათ, ვისაც ჯერ არ მოუწერია ხელი შეთანხმებისთვის, გააკეთონ ეს“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,757 ნახვა
%d bloggers like this: