პოლიტიკა

სამივე ქვეყანა – უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, ვიპოვით ჩვენს ადგილს ევროკავშირის სისტემაში

Nusagi

ჩვენს საზღვრებთან მყარად უნდა დავდგეთ და ის ტკივილები გავიაზროთ, რაც გვაქვს – სამივე ქვეყანა – უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, ვიპოვით ჩვენს ადგილს ევროკავშირის სისტემაში, – ამის შესახებ უკარინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსავლისას განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ასოცირების ქვეყნები ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ უფრო ახლოს უნდა დადგნენ.

„ჩვენ კიდევ უფრო ახლოს გვინდა დავდგეთ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. ასოცირების შეთანხმების განხორციელება დაწყებულია, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არებობს. ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ვალდებულებები სრულდება. სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია ახორციელებს სუვერენული ტერიტორიების დაკავებას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, სადღაც შუაში შევხვდეთ და მხარდაჭერა მივიღოთ ევროკავშირიდან.

მადლობას ვუხდი პრეზიდენტ მიშელს 24 ივნისს საბჭოს შეხვედრის გამართვისთვის. ჩვენ დავინახეთ, რომ ასოცირების პარტნიორობის მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელის ყველა დანაპირები საქმედ ვაქციოთ. ამასთან, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ სამი ასოცირებული ქვეყანა ჩვენს საზღვრებთან მყარად უნდა დავდგეთ და ის ტკივილები გავიაზროთ, რაც გვაქვს.

დეკემბერში კიდევ ერთი პარტიონობის სამიტი იქნება. ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა იმდენად, რამდენადაც აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ეს ფორმატი იქნება გარდაუვალი მნიშვნელობის მქონე. სამიტზე უნდა ვთქვათ, რომ ხალხს ვკარგავთ, გვჭირდება პოლიტიკური კონტექსტი, გეოპოლიტიკური ხედვა მომავლის. ამ ინიციატივის ფარგლებში აუცილებელია ძალისხმევის გაძლიერება. სხვა მხრივ ვერ ვხედავ ამ ძალისხმევის რეალურ მომავალს. ამ სამიტზე უნდა დავინახოთ, რომ არსებობს ხედვა ევროკავშირის მხრიდან. განვახორციელებთ ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს. მიხარია, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებას გზას ერთად ვუკვალავთ და ჩვენ გვექნება ჩვენი მიზნების დაკმაყოფილების შესაძლებლობა – სამივე ქვეყანა – უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, ვიპოვით ჩვენს ადგილს ევროკავშირის სისტემაში“,- განაცხადა ზელენსკიმ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,141 ნახვა
%d bloggers like this: