პოლიტიკა

შიში, თუ ამომრჩევლის მოსაზიდად გათვლილი ინიციატივა?

Nusagi

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ოპოზიციურმა ძალებმა უკვე უნდა გადადგან ნაბიჯები დიდი კოალიციის შესაქმნელად.

„ლელოს“ ლიდერის თქმით, საჭიროა შეთანხმება, რომ „ნაცმოძრაობის“ მხრიდან მთავრობაში ძალოვანი მინისტრები არ იქნებიან წარმოდგენილი.

„ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე საჭიროა, უკვე დღეს, ოპოზიციურმა ძალებმა გადადგან ქმედითი ნაბიჯები დიდი კოალიციის შესაქმნელად. უკვე დღეს საჭიროა დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე და პრემიერობის კანდიდატზე.დღესვეა საჭირო შეთანხმება, რომ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ძალოვანი მინისტრები არ იქნებიან წარდგენილები მომავალ მთავრობაში, ისინი უნდა იყვნენ პროფესიონალები სამოქალაქო საზოგადოებიდან, თუ ოპოზიცია ამას შეძლებს, მაშინ არსებული ოცნების ხელისუფლება შეიცვლება და ქვეყანა დაადგება სწრაფი რეფორმების და ევროინტეგრაციის შეუქცევად გზას“,-წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

მამუკა ხაზარაძის განცხადებას სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა ეს ინიციატივა შეურაცხყოფად აღიქვეს და აღნიშნეს, რომ შს მინისტრად სწორედ ნაციონალი ხატია დეკანოიძის მსგავსი პროფესიონალია საჭირო. ფეისბუქმომხმარებელთა ნაწილს მიაჩნია, რომ ხაზარაძის განცხადება იმ ამომრჩეველზეა გათვლილი, ვისაც „ნაცმოძრაობის“ დროინდელი ძალოვნების ქმედებები კარგად ახსოვს და მათი დაბრუნების შიში აქვს, ნაწილი კი თვლის, რომ თავად ხაზარაძეს ეშინია მათი.

ექსპერტები თვლიან, რომ მამუკა ხაზარაძის აღნიშნული ინიციატივა სხვა არაფერია, თუ არა თვითილუზია, რომ მეტ მხარდამჭერს მოიზიდავს.

„Შთაბეჭდილება რჩება, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი გამხოვანებელი, “ლელოს” ‘ლიდერშიპი’ ან არ იცნობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ან არითმეტიკაში ახალი “აღმოაჩინა” ან განაგრძობს ‘სახლობანას’ თამაშს იმ თვითილუზიით, რომ მეტ მხარდაჭერას მოიპოვებს საზოგადოებაში. Ძალიან მესმის ხალხის სამართლიანი გულისწყრომის, როდესაც ნაცოპოზიციიდან ამგვარ არაადეკვატურ, რეალობას აცდენილ განცხადებებს ისმენს“,-წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,060 ნახვა
%d bloggers like this: