მედიცინა

შსს-ს თანამშრომლების “COVID-19”-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

Nusagi

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების თანამშრომლების, “COVID-19”-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი კვლავ აქტიურად მიმდინარეობს. საპატრულო პოლიციის და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებს ვაქცინაცია აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაუტარდათ. ვაქცინაციის პროცესს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანდაცვის სამსახურისა და სისტემაში დასაქმებული ექიმები ახორციელებენ.

ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში სამინისტროს თანამშრომლების ვაქცინაციისთვის ხუთი კაბინეტია მოწყობილი. კაბინეტები აღჭურვილია შესაბამისი სამედიცინო საშუალებებით, რაც სრულად უზრუნველყოფს ვაქცინაციის პროცესის და მისი შემდგომი პერიოდის მეთვალყურეობის უსაფრთხო გარემოში ჩატარებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შეუძლიათ კვირის ნებისმიერ დღეს, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აიცრან, როგორც „სინოვაკის“, ასევე, „სინოფარმის“ ვაქცინით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების “COVID-19”-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, სამინისტროს 10 ათასზე მეტი თანამშრომელი უკვე ვაქცინირებულია. See Less

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,784 ნახვა
%d bloggers like this: