კრიმინალი

5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე „რიონის ხეობის მცველების“ 16 წევრია დაკავებული

Nusagi

თბილისში, 5-6 ივლისს გამართულ აქციაზე, სადაც რადიკალური დაჯგუფების წევრები ჟურნალისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, „რიონის ხეობის მცველების“ 5 წევრი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია ფეისბუკ ჯგუფში – „არა ნამახვანჰესს!“ ვრცელდება.

რიონის ხეობის ერთ-ერთი გუშაგი მხარდამჭერებს მათ გასათავისუფლებლად ფულის აგროვებისკენ მოუწოდებს.

პოსტის კომენტარებში ვკითხულობთ, რომ დაკავებული თუ დაჯარიმებული ბიჭები, „რიონის ხეობაში“ იდგნენ და „აკეთებდნენ გასაკეთებელს“ და მათ ახლა გვერდში დგომა სჭირდებათ.

შეგახსენებთ, 5 ივლისს თბილისში პრაიდის საწინააღმდეგო ძალადობრივი აქცია გაიმართა, რომელსაც ქუთაისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოძრაობა „რიონის ხეობის მცველების“ წევრებიც შეუერთდნენ.

მათი უშუალო თანამონაწილეობით მოხდა ჟურნალისტებზე თავდასხმა, მძიმე ფიზიკური დაზიანებების მიყენება და აპარატურის განადგურება.

დღესდღეობით მოძრაობა „რიონის ხეობის მცველების“ 16 წევრია დაკავებული ჯგუფურ ძალადობაზე, მათ შორის, ლექსო ლაშქარავას სასტიკად ცემის ბრალდებით.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,107 ნახვა
%d bloggers like this: