უცხოური მედია

ანტივაქსერების გამო, თეთრი სახლი Facebook-ს უპირისპირდება

Nusagi

ანტივაქსერების გამო, თეთრი სახლი სოციალურ ქსელ Facebook-ს დაუპირისპირდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კომპანია დაადანაშაულა ვაქცინაციასთან დაკავშირებული ფეიკების წინააღმდეგ არასაკმარისი ბრძოლის გამო.

15 ივლისს აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ სოციალური ქსელები ნებას აძლევენ ანტივაქსერებს, მოწამლონ საინფორმაციო გარემო. მეორე დღეს, ჟურნალისტებთან შესახვედრად თავად ბაიდენი გავიდა. 

მისი კომენტარი სულ რამდენიმე სიტყვისგან შედგებოდა: „ისინი ადამიანებს კლავენ, დიახ, ასეა. ახლა ძირითადად, არავაქცინირებული ადამიანები ინფიცირდებიან“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

დემოკრატები ცდილობენ, ბაიდენის გამონათვამი შეარბილონ და აცხადებენ, რომ სოციალური ქსელი პოლიცია არ არის და ვერ მოახერხებს, ყველა პუბლიკაციის გაკონტროლებას, რესპუბლიკელები კი, ფეისბუქს ფარისევლობასა და ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებენ. 

თავად კომპანიაში აცხადებს, რომ მათი ბრალი არ არის, თუ ბაიდენმა თავისი პირობა ვერ შეასრულა და მოსახლეობის 70%-ის ვაქცინაცია ვერ მოახერხა. 

ამჟამად აშშ-ში ვაქცინის ერთი დოზა მოსახლეობის 56%-ს აქვს მიღებული. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,210 ნახვა
%d bloggers like this: