უცხოური მედია

დედამ 5 წლის ბავშვი მომტაცებლებს ავტომობილის ფანჯრიდან წაართვა (ვიდეო)

Nusagi

ნიუ-იორკში დედამ თავისი შვილის მოტაცება აღკვეთა. მან ბავშვი ეჭვმიტანილების მანქანიდან გადმოიყვანა, როდესაც ისინი ბავშვის გატაცებას ცდილობდნენ. 

ინციდენტი 15 ივლისს, ქუინსში მოხდა, როდესაც 5 წლის ბიჭი დედასთან და სხვა ადამიანებთან ერთად ქუჩაში მიდიოდა. პოლიცია აცხადებს, რომ ეჭვმიტანილი მამაკაცი მანქანიდან სწრაფად გადმოვიდა, ბავშვს ხელი დაავლო და მანქანაში ჩასვა, სადაც მეორე ეჭვმიტანილიც იჯდა.

როდესაც მომტაცებელი საჭესთან დაჯდომას ცდილობდა, დედამ ბავშვი მანქანის ფანჯრიდან გადმოაძვრინა. 

ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტმა ინციდენტის ამსახველი შოკისმომგვრელი ვიდეო გამოაქვეყნა. კადრში ჩანს, რომ ეჭვმიტანილების ავტომობილი ტროტუართან არის გაჩერებული, ბავშვი კი, ოდნავ დედის წინ მიდის. 

რაღაც მომენტში, მამაკაცი გადმოდის მანქანიდან და ბავშვი მიჰყავს. დედა და იქვე მყოფი სხვა ადამიანები ბავშვის გადასარჩენად მირბიან, კადრებში ჩანს, როგორ ცდილობს დედა, ფანჯრიდან გადმოიყვანოს ბავშვი., რამდენიმე ადამიანმა ავტომობილის შეჩერებაც სცადა.

პოლიციაში აცხადებენ, რომ ბავშვი არ დაშავებულა. დედა, დოლორეს დიასი ამბობს, რომ თავდაპირველად, ავტომობილის კარის გაღება სცადა, თუმცა დაკეტილი იყო. ამ დროს ბავშვმა ფანჯარა ჩასწია და მისი გადაყვანა მოხერხდა. 

ერთ-ერთი ეჭვმიტანილი 24 წლის ადგილობრივი, ჯეიმს მაკგონაგლია, ის შემთხვევიდან მეორე დღეს დააკავეს. მეორე ეჭვმიტანილს ეძებენ. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,107 ნახვა
%d bloggers like this: