პოსტები სოციალური ქსელიდან

თეიმურაზ ქორიძე კოალიციურ მთავრობაზე- ა, ბატონო: კულტურის მინისტრი – თინა ბოკუჩავა, სატყეო მეურნეობის მინისტრი – ეკა ხერხეულიძე…

Nusagi

მწერალი, პუბლიცისტი თეიმურაზ ქორიძე „ლელოს“ ლიდერის ინიციატივას ირონიული პოსტით ეხმაურება.

„ხაზარაძემ კოალიციური მთავრობა უნდა შევქმნათო! ჯანდაბას ე ოხერი კონსტიტუცია, მაგრამ უიმისოდაც საქმე ძალიან გაჭირდება (თუ, რა თქმა უნდა, ერთი მინისტრის თანამდებობაზე ერთი ადამიანი დაინიშნება და არა სამი ან ოთხი).

ა, ბატონო: პრემიერი – ჭიჭე ვაშაძე (სხვა თანამდებობას არ დათანხმდება!);

განათლების მინისტრი – თაკო ჩარკვიანი;

კულტურის მინისტრი – თინა ბოკუჩავა;

შინაგან საქმეთა მინისტრი – ხათუნა დეკანოიძე;

საგარეო საქმეთა მინისტრი – სალომე სამადაშვილი;

ეკონომიკის მინისტრი – მამუკა ხაზარაძე;

ფინანსთა მინისტრი – ბადრი ჯაფარიძე;

ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი – კობა ხაბაზი;

სოფლის მეურნეობის მინისტრი – ელენე ხოშტარია;

სატყეო მეურნეობის მინისტრი – ეკა ხერხეულიძე;

სპორტის მინისტრი – ნიკა მელია;

ეროვნული ბანკის მმართველი მინისტრი – რომან გოცირიძე;

გენერალური პროკურორი – ნიკა გვარამია;

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე – ეკა კვესიტაძე;

მთავრობის მაყურებელი მინისტრი – მიშა სააკაშვილი…

ხო გეუბნებოდით, ადგილი თვით ნინო ბურჯანაძის და გიგა ბოკერიასთვისაც კი არ დარჩა! მერე კიდე მაჭუტაძე? მაქარაშვილი? სანაია? გრიგოლია? გაბუნია? ნანუკა?…“,-წერს თეიმურაზ ქორიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,141 ნახვა
%d bloggers like this: