ჯანდაცვა

„რაც შეიძლება იზოლირებულად, თქვენს საკუთარ სახლში და ხალხმრავალ ადგილებისგან მოშორებით გაატარეთ ეს ზაფხული, თუ გვინდა, რომ ეს ნაკლები ნერვიულობის ფასად დაგვიჯდეს“, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.

Nusagi

მისი თქმით, ინდური, ე.წ. დელტა შტამის გავრცელების პირობებში, გამარტივებულია ინფიცირების გზები.

„ვირუსით დასნებოვნების გზები არის უფრო გამარტივებული. მშობლებს მინდა ვთხოვო, რომ იქ, სადაც ბავშვების გაკონტროლება შეუძლებელია, ხელის ჰიგიენის, პირბადის ტარების, დისტანციის დაცვის, ბანაკებისა და შეკრებების ტიპის ღონისძიებებზე აბსოლუტურად უარი უნდა ითქვას. წელს ჩვენ ამის ფუფუნების საშუალება ვერ გვექნება“, – აღნიშნა კულუმბეგოვმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,762 ნახვა
%d bloggers like this: