Uncategorized

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აუდიო-მუსიკალური საღამო, „თბილისური ეზო: ვაჟა ფშაველა“ გაიმართა

Nusagi

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 19 ივლისს „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, ვაჟა ფშაველას დაბადებიდან 160 წლის იუბილესადმი მიძღვნილი აუდიო-მუსიკალური საღამო, „თბილისური ეზო: ვაჟა ფშაველა“ გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკში ავრცელებენ.

საღამო მიწვეულმა მოდერატორმა, ლევან ბერძენიშვილმა გახსნა, რომელმაც ვაჟა ფშაველას შემოქმედების მნიშვნელობასა და მწერლის მსოფლმხედველობაზე ისაუბრა. სტუმრებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, მოესმინათ უცნობი და საინტერესო ბიოგრაფიული ფაქტები ვაჟა ფშაველას შესახებ, ასევე ნაწყვეტები მისი შემოქმედებიდან.

ღონისძიების შინაარსი თენგიზ აბულაძის „ვედრების“ სიუჟეტზე იყო აწყობილი, რომელიც ვაჟა ფშაველას ორ ნაწარმოებს, „ალუდა ქეთელაურსა“ და „სტუმარ-მასპინძელს“ ეფუძნება

პრესსამსახურის ცნობით, საღამოს მუსიკალური ნაწილი კი ნოდარ გაბუნიასა და სოსო ბარდანაშვილის კომპოზიციებსა და თავად ფილმის მუსიკალურ ბილიკზე იყო აწყობილი, რომელიც თანამედროვე არანჟირებით იყო წარმოდგენილი. მისულ სტუმრებს გიორგი ცაგარელის, ნიკოლოზ რაჭველის, ნატო მეტონიძეს, Zagareli & Strings და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსების მოსმენის შესაძლებლობაც ჰქონდათ.

ღონისძიება „არტარეასა“ და თბილისის მერიასთან თანამშრომლობით ჩატარდა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,776 ნახვა
%d bloggers like this: