ჯანდაცვა

თამარ გაბუნია: სოციალური და ეკონომიკური ფონი საკმაოდ მძიმეა, რაც ტოტალური ლოკდაუნის შესაძლებლობას ძნელად მოგვცემს

Nusagi

სოციალური და ეკონომიკური ფონი არის საკმაოდ მძიმე, რაც ტოტალური ლოკდაუნის შესაძლებლობას ძნელად მოგვცემს და ამის აუცილებლობა დღეს არც არის, რადგან გვაქვს ვაქცინაციის შესაძლებლობა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, სიტუაციიდან გამოსვლის მექანიზმი ვაქცინაცია და რეგულაციების აღსრულებაა. ამასთან, თამარ გაბუნიას თქმით, ამ ეტაპზე შეზღუდვების გამკაცრებაზე საუბარი ჯერჯერობით არ არის.

„დღეს ჩვენთვის მეტად აქტიური მექანიზმი იმისთვის, რომ ამ სიტუაციიდან გამოვიდეთ, არის ვაქცინაცია და ასევე, იმ რეგულაციების აღსრულება, რაც ძალაშია. არავის უთქვამს, რომ პირბადის გამოყენება საჭირო არ არის და დიდი სოციალური შეკრებები დასაშვებია – დღეს ეს არის მთავარი ბუსტერი ეპიდემიის. ამდენად, რაც დადგენილია, იმ რეგულაციების დაცვა აუცილებელია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,724 ნახვა
%d bloggers like this: