საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

Nusagi

21 ივლისს ქუთაისში უნალექო დღე და +35 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღე უმეტესად ნალექიანი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, უმეტესად უნალექოდ ჩაივლის დღე, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც უნალექო დღეა ნავარაუდევი. დღისით +34 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

მესტიაში დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა. ამბროლაურში დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, აქ უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +36 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად უნალექო დღეა მოსალოდნელი ახალციხეში, სადაც დღისით +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსამდე დაიწევს.

+32 გრადუსი და უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.

გორში +38 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +19 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +36 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +27 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა

ლაგოდეხში წბვიმაა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +34 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში, დღის განმავლობაში, +37 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი.

გურჯაანში დღისით ჰაერი +39 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღე და +38 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +24 გრადუსი იქნება.

რუსთავში დღისით ჰაერი +39 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +38 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი.

გრძელვადიანი პროგნოზი იმის შესახებ, თუ როგორ ჩაივლის 2021 წლის ზაფხულის სეზონი საქართველოში, ნახეთ ამ ბმულზე.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,141 ნახვა
%d bloggers like this: