ჯანდაცვა

ჯანმოს დირექტორი: კორონავირუსის ახალი შტამი შეიძლება გაჩნდეს, რომელიც უფრო საშიში იქნება, ვიდრე ე.წ. ინდური შტამი

Nusagi

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი შეიძლება გაჩნდეს, რომელიც უფრო საშიში იქნება, ვიდრე ე.წ. ინდური შტამი.

„რაც უფრო ფართო იქნება გადაცემა, მით უფრო მეტი ვარიანტი გამოჩნდება, რომელიც პოტენციურად უფრო საშიში იქნება, ვიდრე „დელტა“ ვარიანტია, რომელიც ახლა ასეთ ზიანს აყენებს. რაც უფრო მეტი ვარიანტია, მით უფრო მაღალია ალბათობა, რომ ერთ-ერთი მათგანი არ დაემორჩილება ვაქცინას და საწყის მდგომარეობაში დაგვაბრუნებს“, – აღნიშნა ჯანმოს ხელმძღვანელმა.

23 ივნისს დაავადებათა კონტროლის ევროპულ ცენტრში განაცხადეს, რომ აგვისტოს ბოლოს ე.წ. ინდური შტამი ევროკავშირში შემთხვევების 90%-ს შეადგენს.

11 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსთან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარია ვან კერკხოვემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ვარიანტი, რომელიც პირველად გასულ წელს ინდოეთში გამოვლინდა, კლასიფიცირდება როგორც შემაშფოთებელი ვარიანტი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,762 ნახვა
%d bloggers like this: