პოლიტიკა

ჯიმ რიში- იმედგაცრუებულნი ვართ იმის გამო, რაც საქართველოში ხდება

Nusagi

იმედგაცრუებულნი ვართ იმის გამო, რაც საქართველოში ხდება, – ამის შესახებ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა ჯიმ რიშმა განაცხადა.

მისი თქმით, ვაშინგტონში ჩადის სხვადასხვა პარტია, რომლებიც ცდილობენ მხარდაჭერის მოპოვებას, თუმცა სენატორი ამბობს, რომ  არ აპირებენ მხარეების არჩევას და რომ არ აქვთ ამ პარტიებს დიდი პროგრესი.

„სენატორი შაჰინი და მე საქართველოში ვიმყოფებოდით 2012 წლის ოქტომბერში, როდესაც არჩევნები იყო. ვფიქრობდით, რომ ეს ახალი დასაწყისი იქნებოდა. ამის შემდეგ ჩვენ რეგულარულად იმედგაცრუებულნი ვართ იმის გამო, რაც იქ ხდება. ვაშინგტონში ჩამოდის სხვადასხვა პარტია. თითოეული მათგანი ცდილობს, დავდგეთ მათი პოლიტიკური მანევრების მხარეს, რასაც ყველა ქვეყანა აკეთებს. ჩვენ მუმდივად ვეუბნებით მათ, რომ ეს თავად უნდა გადაწყვიტონ. ჩვენ არ ვაპირებთ, მხარეები ავირჩიოთ, მაგრამ მათ არ აქვთ დიდი პროგრესი“, – აღნიშნა რიშმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,579 ნახვა
%d bloggers like this: