ეკონომიკა

პარეტოს პრინციპი- იტალიელი ეკონომისტის საოცარი აღმოჩენა-80/20-ის წესი

Nusagi

იტალიელმა ეკონომისტმა, ვილფრედო პარეტომ, აღმოაჩინა საოცარი კანონზომიერება, რომ ყველფერი ამ სამყაროში 80/20 პრინციპს ემორჩილება.

ეს კი იმით დაიწყო, რომ მან 1895 წელს შეამჩნია, რომ იტალიის მიწის 80% მოსახლეობის 20%-ს მფლობელობაში იყო. პარეტომ ეს წესი განაზოგადა და ნახა, რომ პრინციპი უკლებლივ ყველა სფეროში მუშაობდა!

2021 წლის სტატისტიკა ადასტურებს ამ წესის ჭეშმარიტებას:

*** მობილური ზარების 80%-ს მოსახლეობის 20% ახორციელებს.

*** კოვიდ პაციენტების 80%-ს ეს დაავადება მოსახლეობის 20%-სგან გადედოთ. ***კალათბურთის მატჩებში ქულების 80%, კონკრეტული კალათბურთელების 20%-ის წყალობით გროვდება.

***დროის 80%-ის განმავლობაში, თქვენ გეცმებათ ერთი და იგივე ტანსაცმელი, რომელიც თქვენი გარდერობის მხოლოდ 20%-ს შეადგენს.

*** მსოფლიოს დოვლათის 80% მოსახლეობის 20%-ზე არის გადანაწილებული.

***კომპანიის მოგების 80%, მისი საქმიანობის 20%-დან მოდის.

*** სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციის 80%-ს, მომხმარებლების 20%-ი ავრცელებს.

ეს სია უსასრულოა, ჩვენ, უბრალოდ, რამდენიმე მაგალითი მოგიყვანეთ წესის დასადასტურებლად.

თქვენ შეგიძლიათ პარეტოს პრინციპი თქვენს საქმიანობაში გამოიყენოთ. მაგალითად, ყველაზე სასურველი შედეგების 80%-ის მისაღებად თქვენ მხოლოდ დროის 20%-ს ხარჯავთ. შეეცადეთ, აღნიშნული აქტივობები ამოიცნოთ და პრიორიტეტებიც და დროც შესაბამისად გადაათამაშოთ, მაგალითად საქმის 80% სხვას გადააბროთ, მნიშვნელოვანი 20% კი, თავად დაიტოვოთ.

თქვენს ბიზნესში აქტივობების 20% იწვევს რისკების 80%-ს, ამის გამო, საჭიროა აღნიშნული აქტივობების ამოცნობა და მათზე კონტროლის მკაცრი მექანიზმების დაწესება.

დაბოლოს, ჩნდება კითხვა, რა საჭიროა დანარჩენი 80%, თუკი ის მიზერულ როლს თამაშობს? დიახ, ეს ბალასტია, მაგრამ თუკი აღნიშნულ 80%-ს აღმოფხვრით, პარეტოს პრინციპი უკვე დარჩენილ 20%-ზე ამოქმედდება, და ეს 20% მთლიანობა გახდება.

ინტერნეტში ხელმისაწვდომია პარეტოს გრაფიკების შაბლონი, რის მიხედვითაც შეძლებთ თქვენს საქმიანობაში თუ ბიზნესში პრიორიტეტების დასახვას.

წყარო: Personal Development Portal პიროვნული განვითარების პორტალი

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,579 ნახვა
%d bloggers like this: