მედიცინა

საქართველოში 24 ივლისს “ფაიზერის” ნახევარი მილიონი დოზა შემოვა

Nusagi

აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული “ფაიზერის” ვაქცინის 500 ათასი დოზა საქართველოში შაბათს იქნება, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს.

შეგახსენებთ, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკის მთავრობის და უშუალოდ პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებით, საქართველოს რამდენიმე ასეული ათასი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა საჩუქრად გადმოეცემა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2 ივლისს გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა.

17 ივლისს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საუბარია ნახევარ მილიონ დოზაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,743 ნახვა
%d bloggers like this: