მედიცინა

ქვეყნები ვაქცინაციის წასახალისებლად ახალ სტიმულებს და ჯარიმებს გეგმავენ

Nusagi

ქვეყნები ახალ სტიმულებს და ჯარიმებს გეგმავენ, რათა წაახალისონ ვაქცინაცია.,-ამის შესახებ პროფესორი ზვიად კირტავა სოციალურ ქსელში წერს.

საფრანგეთი და საბერძნეთი – ვაქცინაცია სავალდებულოა ჯანდაცვის პერსონალისა და მოვლის სახლების პერსონალისათვის. საფრანგეთში ეს ვრცელდება ბინაზე მოვლის პერსონალზეც. ❗

– იტალია – ვაქცინირება აუცილებელია ჯანდაცვის პერსონალისა და ფარმაცევტებისათვის. ❗

– ბრიტანეთი – ვაქცინირება აუცილებელია მოვლის სახლების პერსონალისთვის. განიხილება ჯანმრთელობის ეროვნული სისტემის პერსონალისთვისაც სავალდებულო ვაქცინაციის დაწესება.❗

– საფრანგეთი – ვაქცინაციის, PCR ტესტის ან გადატანილი კოვიდ-სერტიფიკატის გარეშე მოქალაქეები არ დაიშვებიან რესტორნებში, კაფეებში, სავაჭრო ცენტრებში, კინოთეატრებში, მატარებლებსა და თვითმფრინავებში. ❗

კვიპროსი – კოვიდ-19 სტატუსის სერტიფიკატი (აცრა, ახალი ტესტის პასუხი) აუცილებელია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ბანკებში, საჯარო სერვისების დაწესებულებში. საცეკვაო დარბაზებში შესვლა დაშვებულია მხოლოდ ვაქცინირებულებისა და ახლახანს გამოჯანმრთელებულებისათვის. ❗

– აშშ, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, ფილიპინები, მექსიკა – სხვადასხვა პრიზების ლატარეებით გათამაშება ვაქცინირებულებისათვის, მათ შორის – ფულადი მოგებები, ავტომობილები, ვაუჩერები, კონცერტების, ატრაქციონების თუ სპორტული ღონისძიებების ბილეთები, საკვები, სასმელი და შინაური ცხოველებიც კი (ძირითადად – ვაქცინირებული ფერმერებისათვის). ❗

– აღნიშნულ წამახალისებელ პრიზებს არა მარტო სახელმწიფოები, არამედ რეგიონალური მთავრობები ან ბიზნეს-კომპანიებიც აწესებენ. განსაკუთრებით, ის კომპანიები, რომელთაც მრავალ მომხმარებელთან უწევთ კონტაქტირება, რაც ზრდის მომხმარებლების/პერსონალის ინფიცირების, წარმოების შეჩერების ან დახურვის რისკსაც. ❗

– ფსიქოლოგიური კვლევების თანახმად წამახალისებელი ზომები ზოგადად უფრო ეფექტურია, ვიდრე სანქციები, თუმცა ვაქცინებთან დაკავშირებული ყოყმანის დასაძლევად, ჯანმოს კვლევებმა 2014 წელს აჩვენა, რომ მანდატები და სანქციები ეფექტური იყო ვაქცინაციის ტემპების გაზრდის კუთხით. ❗

– ამავდროულად, აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია საინფორმაციო მუშაობის გაძლიერება და მტკიცებულებებით მოსახლეობის რაც შეიძლება დიდი ნაწილის დარწმუნება იმაში, რომ ვაქცინების სარგებელი მაღალია, ხოლო გვერდითი ეფექტები – უაღრესად იშვიათი და აცრილთა აბსოლუტურ უმრავლესობაში -მოკლევადიანი და იოლად ასატანი.,-წერს ზვიად კირტავა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,552 ნახვა
%d bloggers like this: