უცხოური მედია

ჩინეთი კორონავირუსის წარმოშობის დადგენის მიზნით გამოძიების მეორე ფაზის ჩატარების წინააღმდეგია

Nusagi

ჩინეთი კორონავირუსის წარმოშობის დადგენის მიზნით გამოძიების მეორე ფაზის ჩატარების წინააღმდეგ გამოდის. ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ცზენ ისინმა განაცხადა.

ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის ხელმძღვანელის მოადგილის თქმით, იგი შეცბუნდა, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გეგმა პირველად წაიკითხა, რადგან მასში მოცემულია ჰიპოთეზა, თითქოს ჩინეთის მიერ ლაბორატორიული პროტოკოლების დარღვევამ ვირუსის გაჟონვა გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ გამოძიების მეორე ფაზის ფარგლებში, ჩინეთში ლაბორატორიების აუდიტი და ქალაქ უხანში სასურსათო ბაზრების კვლევა იგეგმებოდა.

„ვიმედოვნებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სერიოზულად განიხილავს ჩინელი ექსპერტების მოსაზრებებს და წინადადებებს და COVID-19-ის ვირუსის წარმოშობის დადგენის საკითხს როგორც სამეცნიერო საკითხს განიხილავს და პოლიტიკური ჩარევის მომენტს მოაცილებს მას“, – აღნიშნა ცზენ ისინმა.

30 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ვირუსის ლაბორატორიაში ინციდენტის შედეგად წარმოშობის ვერსია ნაკლებად სავარაუდოა.

25 მაისს თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჩინეთი ბოლომდე არ იყო გამჭვირვალე COVID-19-ის წარმოშობის გამოძიებისას და საჭიროა სრული გამოძიება იმის დასადგენად, ვირუსი ბუნებრივად გავრცელდა თუ ლაბორატორიული შემთხვევის შედეგად.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,772 ნახვა
%d bloggers like this: