საზოგადოება

ბორის ჩოჩიევი კორონავირუსით გარდაიცვალა

Nusagi

ბორის ჩოჩიევი 64 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. მედიის ცნობით, ბორის ჩოჩიევი ივლისში კორონავირუსით დაავადდა. მდგომარეობის გაუარესების შემდეგ იგი ჩრდილოეთ ოსეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბორის ჩოჩიევი ხუთშაბათს, 22 ივლისს გარდაიცვალა.

ბორის ჩოჩიევს სხვადასხვა დე ფაქტო თანამდებობა ეკავა. იგი ხელმძღვანელობდა ე.წ. ეროვნებათა საქმეთა კომიტეტს, იყო განსაკუთრებულ საკითხთა “მინისტრი”, ხელმძღვანელობდა ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტროლო კომისიის “სამხრეთ ოსეთის” ჯგუფს, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მრავალი წლის განმავლობაში მოლაპარაკებების პროცესში იყო ჩართული. ლეონიდ თიბილოვის ე.წ. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩოჩიევი ხელმძღვანელობდა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციას.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,693 ნახვა
%d bloggers like this: