ჯანდაცვა

„ვაქცინაციისათვის სარეგისტრაციო საიტი გამართულად მუშაობს“ – ეკატერინე ტიკარაძე

Nusagi

„COVID 19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის ელექტრონული მოდული განახლდა სრულიად და მისი გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაზრდილია“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნავს, პირველი რეგისტრაციის დროს „აიტის“ სამსახურმა დააფიქსირა, რომ 12 000 ჯავშანზე მოდიოდა 120 000 მსურველი.

„მნიშვნელოვანი მზადების პროცესი გაიარა სამინისტრომ, რათა შესაფერისად დავხვედროდით „ფაიზერის“ დოზების ადმინისტრირებას და ყველა ჩვენს მოქალაქეს შეუფერხებელ ხელმისაწვდომობა ჰქონოდა.

საიტი იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სუსტი წერტილი, რომელიც გამოვლინდა ვაქცინაციის მართვის პროცესში. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე უწყებამ ერთად იმუშავა, რის შედეგადაც, როგორც „აიტის“ სპეციალისტები მიდასტურებენ, დღესდღეობით გვაქვს საიტი, რომელიც გამართულად მუშაობს.

მოლოდინი იმისა, რომ რაიმე შეფერხება იყოს, არ არის. მას აქვს რამდენიმე შრიანი გადაზღვევა. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი შეუფერხებლად უნდა წარიმართოს. ამ მიმართულებით განვახორციელეთ რამდენიმე ცვლილება.

ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის ელექტრონული მოდული სრულიად განახლდა და მისი გამტარუნარიანობა არის მნიშვნელოვნად გაზრდილი. ასევე, შეიცვალა რეგისტრაციის მეთოდი. წინასწარი ჯავშნების შესახებ საბოლოო დასტური მოქალაქეებს მიუვათ 24 საათის განმავლობაში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,690 ნახვა
%d bloggers like this: