ჯანდაცვა

„ვაქცინის დეფიციტი აღარ იქნება, მთავარია მოსახლეობის დამყოლიანობა“ – ამირან გამყრელიძე

Nusagi

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინის დეფიციტი არ იქნება.

როგორც ის აღნიშნავს, რაც უფრო სწრაფად ავცრით ადამიანებს, მით უფრო ადვილად, თანდათანობით შევაკავებთ ინფექციას.

„ამიტომ მზადყოფნა არის. „ფაიზერის“ ვაქცინაზე ორშაბათიდან 120 ბრიგადამდე იმუშავებს გამტარუნარიანობით პირველ დღეებში სადღაც 10-დან -13 ათასი დღეში და შემდეგ ეს ავა დაახლოებით 15-17-ზე

ემატება ბრიგადებიც და ემატება გამტარუნარიანობაც. 21-ე დღეს ჩვენ დაგვჭირდება ბრიგადების გაორმაგება. გვექნება დამატებითი ვაქცინებიც. ჩვენ დაგვჭირდება დაახლოებით 250 ბრიგადამდე ხოლო საბოლოოდ 400-დან 500 ბრიგადამდე ამცრელი გუნდით უნდა ვიმუშაოთ, რომ სამიზნე მაჩვენებელზე გავიდეთ.

ვაქცინის დეფიციტი არ იქნება, მთავარია მოსახლეობის დამყოლიანობა როგორი იქნება, მილიონ ნახევარი 2 ვაქცინა დევს, დაახლოებით 50 ათასამდე „ასტრაზენეკას“ ვაქცინა არის, ნახევარი მილიონი შემოვა ახლა ამაღამ „ფაიზერიც“ და დაახლოებით მილიონის მოწოდება უკვე დაიწყო, პირველად მოგვეწოდა 28 ათასი, ახლა ივლისის ბოლოს – აგვისტოს დასაწყისში კიდევ უნდა იყოს დაახლოებით 100 ათასზე მეტი და თანდათანობით ოქტომბრამდე მილიონი დოზაც უნდა მიეწოდოს ქვეყანას, ამიტომ ვაქცინის დეფიციტი არ იქნება, მთავარია მოსახლეობის დამყოლიანობა როგორი იქნება და ჩვენ როგორ დავარწმუნებთ, და დაგარწმუნებთ. ყველამ უნდა მოვუწოდოთ ახლობლებს და ოჯახის წევრებს რომ ჩაიტარონ ვაქცინაცია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,695 ნახვა
%d bloggers like this: