ჯანდაცვა

თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში „ლოკდაუნსა“ და მკაცრ შეზღუდვებს გამორიცხავს.

Nusagi

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში „ლოკდაუნსა“ და მკაცრ შეზღუდვებს გამორიცხავს.

„გვაქვს რესურსი, რომ ინფიცირების დღევანდელ მოცულობას ინფიცირების გავუძლოთ წარმატებით. ინდური შტამი  ცუდი და აგრესიული გამოდგა, მაგრამ ჯერ მას გარდაცვალების შემთხვევების ზრდა არ გამოუწვევია.

დეტალები ლამბდაზე არ ვიცი, რადგან, საბედნიეროდ, ის ჩვენს სიახლოვეს არ გამოჩენილა. თუმცა ამბობენ, რომ მას აქვს განსხვავებული თვისებები, რიგ შემთხვევებში მიმდინარეობს უფრო მძიმედ

ზრდა მოსალოდნელია, მაგრამ, ამისთვის საჭიროა ის რეგულაციები მაინც დავიცვათ, რომელიც ახლა გვაქვს. გამოვრიცხავ, უახლოეს დღეებში ლოკდაუნსა და მკაცრ შეზღუდვებზე დაბრუნებას, პირადად, ამას მხარს არ დავუჭერ“, – აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე.

მან ასევე, ლამბადა შტამზე  ისაუბრა და აღნიშნა:

ლამბდა შტამი სულ ახალია, პერუშია ჯერ მხოლოდ. საბედნიეროდ, ინდურისგან განსხვავებით, სხვაგან ჯერ არ გავრცელებულა. სადღაც გავრცელდა, მაგრამ არა ჩვენს სიახლოვეს. ამიტომ ჯერ მასზე ცნობები არ არის. რომ ნახონ, რომელი ვაქცინაა ეფექტური „ლამბდაზე“ ან ნებისმიერი სხვა ახალ შტამზე, მინიმუმ ორი კლინიკური კვლევა უნდა ჩატარდეს. ამბობენ, რომ საშიშია, ამბობენ, რომ ინდურზე არანაკლებ საშიშია“, – განმარტა ცერცვაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,692 ნახვა
%d bloggers like this: