უცხოური მედია

იტალიის მთავრობამ არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დაამტკიცა

Nusagi

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა მას შემდეგ, რაც მთავრობამ არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დაამტკიცა.

მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ სწრაფად მოქმედებაა საჭირო, რათა ქვეყანამ თავიდან აიცილოს ინფექციის ისეთი მაჩვენებელი, როგორიც დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებშია.

5 აგვისტოდან სტადიონებზე, მუზეუმებში, თეატრებში, კინოთეატრებში, საგამოფენო ცენტრებსა და სპორტდარბაზებში შესვლა მხოლოდ ე.წ. „მწვანე საშვის“ წარდგენის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

აღნიშნული დოკუმენტი ასევე საჭირო იქნება დახურული ტიპის რესტორნებში მომსახურების მისაღებად.

„დელტა“ ვარიანტი საშიშია. ის ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე სხვა ვარიანტები. ყველა იტალიელს ვაქცინაციისკენ მოვუწოდებ. ვაქცინაციის გარეშე, ჩვენ ისევ ყველაფრის დახურვა მოგვიწევს“, – აღნიშნა იტალიის პრემიერმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,450 ნახვა
%d bloggers like this: