პოლიტიკა

მაია ბითაძე ჟურნალისტებს: მუდმივი ნამდვილად არაფერია – ადამიანობისა და ღირსების შენარჩუნება, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია

Nusagi

„ეს არაა სწორი გზა! მუდმივი ნამდვილად არაფერია და ადამიანობისა და ღირსების შენარჩუნება, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია“, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მაია ბითაძე ჟურნალისტთა ნაწილის ქცევას.

„დღეს პირველად გავიზიარე ის „ძალადობა“ და „ძალადობის“ მართლაც წახალისება, რომელსაც, სამწუხაროდ, ის გოგოები და ბიჭები ახორციელებენ, რომელთა რესპოდენტი, წლებია, ვარ. მიკროფონების სახეზე 5 სანტიმეტრში მოტანით, კამერების ლინზის ნაწილის თავში, პირდაპირი მნიშვნელობით, მორტყმით, კამერების განათების თვალებში მინათებით, მინიმუმ 20 ადამიანის ალყაში ყოფნით, ისე, რომ ვერც აღიქვამ სად დგახარ და ვერ ხედავ, საით უნდა წახვიდე – დადიხარ. ეს ხდება მაშინ, როდესაც მათ წინაშე იდექი 2 წუთით ადრე და აძლევდი კომენტარს, მაგრამ იქ არ დამისვეს კითხვები – როდესაც ვიდექი, აი, როდესაც დავიწყე სიარული, მაშინ, მიზნობრივად იწყებენ კითხვებს და დევნას და კითხვის შინაარსი იყო – უნდა აგოს თუ არა თეა წულუკიანმა, რომელსაც გუშინ ასევე „დაესხნენ“ თავს, სისხლის სამართლის წესით, მიკროფონის გამორთმევისთვის. 3 ათწლეულია, თითქმის, რაც საჯარო სამსახურში ვმუშაობ და ასეთი ქცევა ჟურნალისტების მხრიდან, არასდროს მინახავს, რაც ბოლო ერთი კვირაა ხდება. ეს ნამდვილად პირდაპირი წახალისებაა, როგორც ძალადობის, ასევე – ჟურნალისტური პროფესიის მიზანმიმართული დისკრედიტაცია. მეგობრებო, არ შეიძლება ასე! p.s. 1 – დამავიწყდა, მთავარი კითხვა – „რატომ არ მრცხვენია“, ალბათ, ვინც ამ კითხვას მისვამდა, ბედნიერი იქნებოდა, რომ კიბეებზე დევნისას თუნდაც ფეხი წამომედო და დავცემულიყავი, იმდენად ზიზღით იყო სავსე მისი კითხვა. მე თქვენ ასეთებს არ გიცნობდით! p.s. 2 – ამასთან, არ შემიძლია არ გავუსვა ხაზი, რომ იმ გოგო-ბიჭებშიც აღმოჩნდნენ ღირსეულები, რომლებსაც ვატყობდი, რომ კატეგორიულად არ მოსწონდათ რაც ხდებოდა, თუმცა სამწუხაროდ, დუმილს ინარჩუნებდნენ. ეს არაა სწორი გზა! მუდმივი ნამდვილად არაფერია და ადამიანობის და ღირსების შენარჩუნება, ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანია“, – აღნიშნავს მაია ბითაძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,697 ნახვა
%d bloggers like this: