უცხოური მედია

“მწყურია!“ ირანში წყლის პრობლემების გამო საპროტესტო აქციები დაიწყო – არიან დაღუპულები (ვიდეო)

Nusagi

ირანში მეექვსე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომლებიც წყლის მწვავე დეფიციტმა გამოიწვია. ამის შესახებ BBC იუწყება.

მოსახლეობა ხელისუფლებისგან სასმელი წყლით უზრუნველყოფას მოითხოვს. ირანში ამჟამად ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე სერიოზული გვალვა ფიქსირდება. პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით დაშალა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია 4 დაღუპულის შესახებ. ხელისუფლება ამ ფაქტს „შეიარაღებულ დაჯგუფებებს“ აბრალებს. ოპოზიცია კი უსაფრთხოების ძალებს.

ყველაზე მასიური საპროტესტო აქციები ჰუზესტანის პროვინციაში მიმდინარეობს, სადაც წყალი 700-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს არ მიეწოდება. იქ არაბული სუნიტური უმცირესობა ცხოვრობს, რომელიც შიიტურ ირანზე დისკრიმინაციაზე მიუთითებს.

დემონსტრანტები სკანდირებენ „მწყურია“, იგივე ჰეშტეგი სოციალურ ქსელებშიც ვრცელდება. „რატომ გვესვრით? ჩვენ ხომ წყალს და მიწას არ გართმევთ“ – ამბობენ აქციის მონაწილეები.

ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ადამიანებს, ვისაც 50-გრადუსიან სიცხეში წყალი არა აქვთ, პროტესტის უფლება გააჩნიათ,. ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ მოუწოდა მოსახლეობას, რომ „მტრის წისქვილზე წყალს ნუ ასხამენ“. მან ასევე დაამატა, რომ ჰუზესტანის პროვინციაში 500 ტონა წყალი უკვე გააგზავნეს და ადგილზე სიტუაციის გასაცნობად ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი ესხაკ ჯაჰანგირი ჩავა.

მეტეოროლოგების ინფორმაციით, ირანში წელს ნალექის რაოდენობა 2020 წელთან შედარებით 2.5-ჯერ შემცირდა. ამის გამო ზარალდება სოფლის მეურნეობა, ხოლო ჰიდროელექტროსადგურები წყლის ნაკლებობის გამო სრული სიმძლავრით ვერ მუშაობს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,692 ნახვა
%d bloggers like this: