უცხოური მედია

washington post: რას სთხოვენ პაციენტები ექიმს ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანის წინ

Nusagi

აშშ-ში, ალაბამელმა ექიმმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სულისშემძვრელი მიმართვა მათთვის, ვისაც ამ დრომდე არ სურს ვაქცინის მიღება. ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.

ბრიტნი კობია, რომელიც ბირმინგემში გრანდვიუს სამედიცინო ცენტრში კოვიდპაციენტებს მკურნალობს, ყვება, რომ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ახალგაზრდა და ჯანმრთელი ადამიანი მოხვდა მასთან კოვიდ 19-ის საკმაოდ სერიოზული ინფექციით. 

„ინტუბაციამდე უკანასკნელი, რასაც ისინი აკეთებენ- მევედრებიან, რომ ვაქცინა გავუკეთო. მე მათი ხელი მიჭირავს და ვეუბნები, რომ ძალიან ვწუხვარ, მაგრამ უკვე ძალიან გვიანაა“,-წერს ექიმი.

The Washington Post-ს ბრიტნი კობიამ განუცხადა, რომ გამოცემასთან ინტერვიუს შემდეგ მის მიმართ ბულინგის და მუქარის შემცველი შეტყობინებები გაიგზავნა. სოციალურ ქსელში ექიმის სტატუსი დაემთხვა პერიოდს, როდესაც ალაბამაში ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დაბალი პროცენტია ვაქცინაციის, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები კი, აცხადებენ, რომ შტატში ვაქცინის მიმართ ნდობა ძალიან დაბალია.

აღნიშნულ ტენდენციას თან სდევს ინფიცირების რიცხვის ზრდა, განსაკუთრებით 18-45 წლის მოსახლეობაში. 

ალაბამას შტატის ჯანდაცვის სამინისტროს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ინფიცირებულთა შედარებით საგანგაშო ნაწილი არავაქცინირებული პაციენტები არიან.

„ჩვენ ვიცით, რომ ალაბამაში ჰოსპიტალიზებულთა თითქმის 100% ის ადამიანები არიან, ვინც ვაქცინაზე უარი განაცხადა“,-აცხადებს სკოტ ჰარისი. 

ალაბამაში ამჟამად აპრილის შემდეგ, ჰოსპიტალიზებული პაციენტების ყველაზე მაღალი რიცხვია. საავადმყოფოები აცხადებენ, რომ მათი დიდი ნაწილი ახალგაზრდაა. ადგილობრივი გამოცემის, AL.com-ის ინფორმაციით, პარასკევს საავადმყოფოში კოვიდ19-ის მძიმე ფორმით 22 ბავშვი გადაიყვანეს. 

გამოცემა წერს, რომ ბოლო დღეებში ვაქცინაციის თხოვნით სამედიცინო დაწესებულებებს უფრო მეტად ის ადამიანები მიმართავენ, ვისი ახლობელიც ინფექციამ შეიწირა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,436 ნახვა
%d bloggers like this: