საზოგადოება

აშშ-ის ელჩმა ეკატერინე ტიკარაძეს პანდემიის პერიოდში გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა

Nusagi

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს პანდემიის პერიოდში გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დიპლომატმა მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა.

„მინდა, პირადად გადავუხადო მადლობა მინისტრ ტიკარაძეს და ამ სამინისტროს თანამშრომლებს, მათი დაუღალავი შრომისთვის და არაჩვეულებრივი კოორდინაციისთვის, რომ ჩამოსული ვაქცინა დროულად მივიდეს ქართველ ხალხთან. მოვუწოდებ ყველას, ვისაც საქართველოში ვაქცინაცია ეკუთვნის, ისარგებლონ ამ შემთხვევით და აიცრან სწრაფად, რადგან ეს გახლავთ საუკეთესო გზა თქვენი და თქვენთვის ძვირფასი ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად და ამასთან, ეს არის ერთადერთი გზა ეკონომიკის აღსადგენად.

მე უკვე გავიკეთე „ფაიზერის“ ვაქცინის ორი დოზა და აშშ-ის საელჩოს თითქმის სრული გუნდი უკვე აიცრა „ფაიზერით“. გირჩევთ, მოგიწოდებთ, თქვენც აიცრათ“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,457 ნახვა
%d bloggers like this: