პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ვიხილეთ გავეშებული, გააფთრებული შეტევა საზოგადოებაზე, სახელისუფლო სტრუქტურებსა და საარჩევნო ადმინისტრაციაზე, რათა შექმნილიყო ილუზია, თითქოს, არჩევნები გაყალბდა

Nusagi

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ნათლად გამოჩნდა, რომ გაყალბებული არა ცესკო-ს შედეგები, არამედ – ხმების პარალელური დათვლისა და კვლევების შედეგები იყო გაყალბებული.

„ჩვენ ვიხილეთ გავეშებული, გააფთრებული შეტევა საზოგადოებაზე, სახელისუფლო სტრუქტურებსა და საარჩევნო ადმინისტრაციაზე, რათა შექმნილიყო ილუზია, რომ, თითქოს, არჩევნები გაყალბდა. აღმოჩნდა, რომ, თურმე, სწორედ პარალელური დათვლებია გაყალბებული და თან – მნიშვნელოვნად; აღმოჩნდა, რომ ჩატარებული კვლევებია გაყალბებული, თან – მნიშვნელოვნად და არასწორი ციფრებია გამოქვეყნებული. აღმოჩნდა ისიც, რომ ოპოზიციის 12 თუ 13 ათას წარმომადგენელს ხელი აქვს მოწერილი ოქმებზე და ამის გაყალბება შეუძლებელია“, – აღნიშნავს გიორგი ვოლსკი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,692 ნახვა
%d bloggers like this: