საზოგადოება

კასპის სკოლის დირექტორის შვილიშვილი აცხადებს, რომ ბებიის გარდაცვალების მიზეზზე სიცრუე ვრცელდება

Nusagi

დღეს, 24 ივლისს ფეისბუქში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კასპის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი ოლია მახარაძე აცრის გაკეთებიდან 5 საათში გარდაიცვალა, გარდაცვლილის შვილიშვილი – ნოდარ მახარაძე ტყუილს უწოდებს.

ნოდარ მახარაძის თქმით, ოლია მახარაძე გულის შეტევის დიაგნოზით გარდაიცვალა, ხოლო კორონავირუსზე აცრა მას 6 ივლისს გაუკეთდა.

„ეს არის აბსოლუტური ტყული. მე ვარ პროფესიით ექიმი-რეანიმატოლოგი. სამწუხაროა, რომ ასეთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. ბებია აიცრა 6 ივლისს და თავს კარგად გრძნობდა. მას მეორე დოზა უწევდა 27 ივლისს. ბებიას ჰქონდა გულის ჩივილები და დადგა კარდიული სიკვდილი. ვაქცინა აქ არაფერ შუაშია,“ – გვითხრა ნოდარ მახარაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,475 ნახვა
%d bloggers like this: