საზოგადოება

მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოვუწოდებ, ინფორმაციის მოპოვებისას პატივი სცენ ბავშვების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას

Nusagi

რაოდენ ობიექტური და სამართლიანი პრეტენზიები არ უნდა არსებობდეს კონკრეტული საჯარო პირების მიმართ, მოვლენების გაშუქების თუ პროტესტის გამოხატვის დროს აუცილებელია, დაცული იყოს მათი არასრულწლოვანი ოჯახის წევრების საუკეთესო ინტერესები, – ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია Facebook-ის გვერდზე წერს.

ლომჯარია მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოუწოდებს, ინფორმაციის მოპოვებისა და საკითხის გაშუქების დროს პატივი სცენ ბავშვების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვით იმოქმედონ.

„დაუშვებელია და სცილდება საჯარო მოხელეთა და მათი ოჯახების თმენის ვალდებულებას ბავშვების პირად და ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევა, ყოველდღიური ცხოვრების დეტალების გაშუქება მათი თანხმობის გარეშე, რაც სცილდება ობიექტური ინტერესის ფარგლებს. შესაბამისად, მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოვუწოდებ, ინფორმაციის მოპოვებისა და საკითხის გაშუქების დროს პატივი სცენ ბავშვების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და იმოქმედონ ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვით“, – წერს ლომჯარია.

„TV პირველი“ პრემიერის არასრულწლივან შვილებს დასდევს და შეკითხვებს უსვამს 11 და 16 წლის ბავშვებს, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი ავრცელებს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,695 ნახვა
%d bloggers like this: