სპორტი

როგორ გავთავისუფლდეთ უარყოფითი შინაგანი მდგომარეობისგან, რომელიც პერიოდულად თავს გვახსენებს

Nusagi

როგორ გავთავისუფლდეთ უარყოფითი შინაგანი მდგომარეობისგან ან ემოციისგან, რომელიც პერიოდულად თავს გვახსენებს და არ გვშორდება? ქოუჩინგის ერთ-ერთ ინსტრუმენტს, სახელად „წარსულთან დამშვიდობების ეტაპები“ ახლადშექმნილი ფეისბუქგვერდი, პიროვნული განვითარების პორტალი აქვეყნებს.

ტექნიკა ადამიანებს დაეხმარება, გაარკვიონ, რა ეტაპებია გასავლელი, რომ წარსულს ჩააბარონ ნეგატიური განწყობა, ფიქრი თუ ემოცია გარკვეულ სიტუაციასთან დაკავშირებით. ასევე გაიაზრონ ამჟამად რა ეტაპზე იმყოფებიან და აქვთ თუ არა მზაობა გადავიდნენ მომდევნო საფეხურზე.

აღნიშნული ტექნიკა არ გამოიყენება ბავშვობის ტრამვებთან სამუშაოდ.

„იმისათვის, რომ გავთავისუფლდეთ უარყოფითი შინაგანი მდგომარეობისგან ან ემოციისგან, აუცილებელია შემდეგი 5 ეტაპის გავლა:1) უარყოფა2) აგრესია3) ვაჭრობა4) დარდი5) მიღება.

განვიხილოთ თითოეული სტადია:

უარყოფა – არის მდგომარეობა, როდესაც ვერ ვაცნობიერებთ რა გვემართება და არ ვღებულობთ რეალობას. ამ ეტაპზე ტიპიური რეაქციებია: „არ არსებობს“, „ეს ჩემს თავს არ ხდება“, „ეს შეცდომაა“.

აგრესია – აღნიშნულ სტადიაზე გამოვხატავთ სიბრაზეს და ვაკეთებთ ამას საკმაოდ აგრესიულად. სამი რამ არსებობს, რაზეც შეიძლება ვბრაზობდეთ:

მიზეზი: არ ვეთანხმებით მიზეზს

გარშემომყოფები: ვადანაშაულებთ დამნაშავეს

საკუთარი თავი: მე დავაშავე, არ მოვიქეცი სწორად

ვაჭრობა – ამ ეტაპზე ვევაჭრებით – საკუთარ თავს (რაღაცას გავაკეთებ ან არ გავაკეთებ)- ღმერთს ან ვინმე სხვას. ამ ეტაპზე გასარკვევია, ვის ვევაჭრებით. იქნებ ხმამაღლა უნდა გამოვთქვათ ჩვენი წუხილი, რომ გავთავისუფლდეთ ამ ემოციისგან. კიდევ რა დარჩა სათქმელი ამ ეტაპის გადასალახად? რა გვინდა ამის ნაცვლად? თუ კარგად დავფიქრდებით, ნათელი გახდება, რომ ვაჭრობა აზრს მოკლებულია და უკეთეს შედეგამდე არ მიგვიყვანს. თუმცა ტკივილი მაინც რჩება და მომდევნო ეტაპი მოდის. ეს ეტაპია დარდი.

დარდი – ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპის გავლა. ჩვენ ხშირად არ ვაძლევთ საკუთარ თავს დარდის უფლებას და ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ არ ჩავუღრმავდეთ პრობლემას, არ მივიღოთ და გავითავისოთ ის. ადამიანები ხშირად ვაჭრობის ეტაპს ვერ ცდებიან და ვერ აცნობიერებენ, რომ ეს სტადია არაფრის მომცემია და წარსულს ვერ შევცვლით. ამ ეტაპის გავლა აუცილებელია. ჩვენ ყველას გვაქვს ამისი უფლება. რა ხდება ამ ეტაპზე?- შემცირებული აქტივობა- აპათია- ენერგიის დეფიციტიაქვე მნიშნველოვანია გავიაზროთ რამდენი ხანი გრძელდება ეს სტადია? თუ 6 თვეს აღემატება, მაშინ ადმიანმა ფსიქოლოგს უნდა მიმართოს.

მიღება – ეს არის ბოლო ეტაპი და აქ საინტერესოა დავფიქრდეთ შემდეგზე:- იყო თუ არა ყველაფრის მიუხედავად დადებითი მომენტები ჩვენს ცხოვრებაში?- როგორ შეგვცვალა ამ სიტუაციამ უკეთესობისკენ?- რითი უნდა ვუმადლოდეთ ამ სიტუაციას?- რისთვის მოხდა ეს ყოველივე ჩვენს ცხოვრებაში?- როგორ გავიზარდეთ და რა ვისწავლეთ?

ხშირად ჩვენ შეკრულ წრეზე დავდივართ: ხან აგრესიას ვგრძნობთ, ხან საკუთარ თავს ვევაჭრებით, დამწუხრებული ვართ ან ვუარყოფთ სიტუაციას და ამგვარად ვერ მივდივართ მიღებამდე. აქ დასაფიქრებელია რამდენი ხანი უნდა ვიაროთ წრეზე? როდემდე უნდა მივაყენოთ ტკივილი საკუთარ თავს? რამდენი ხანი ვაპირებთ, ვიცხოვროთ ამ შეგრძნებით?

რთულია ნეგატივიდან პოზიტივში გადასვლა, მაგრამ უნდა გავიაზროთ, რომ ყველაფერი, რაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში გარკვეული ტიპის სულიერი განვითარებისთვის არის საჭირო. საინტერესოა

დავფიქრდეთ რა გამოცდილება მივიღეთ ამ კუთხით და რა უნდა გავაცნობიეროთ. იქნებ პატიება უნდა ვისწავლოთ? იქნებ ურთიერთობებში საზღვრების დაწესება, რასაც სხვანაირად ვერ ვისწავლიდით…

ადამიანებს პატიება უჭირთ როგორც წესი. აუცილებელია ვისწავლოთ საკუთარი თავის პატიება იმისათვის, რომ ვაპატიოთ სხვებს. უნდა გვახსოვდეს, რომ პატიება:

– ჩემი არჩევანია

– ნებისმიერ დროს შეიძლება

– არ ნიშნავს დაეთანხმო უსამართლობას

– არ არის სისუსტის გამოვლენა

– მარტო ძლიერ ადამიანებს შეუძლიათ

– არ ნიშნავს დავიწყებას ან მნიშვნელობის უგულებელყოფას

– არ ნიშნავს სხვისი ცუდი საქციელის გამართლებას

– არ ნიშნავს თანხმობას, რომ მე შეიძლება ასე მომექცენ მომავალში

– არ ნიშნავს ურთიერთობის შენარჩუნებას

– არის ჩემი არჩევანი არ ვატარო წარსულის ტვირთი

– მე მჭირდება, რადგან საკუთარი თავი მიყვარს

– როცა არ ვპატიობ, საკუთარ ცხოვრებას ვიწამლავ

– გულისხმობს რთული სიტუაციების მიღებას სულიერი ზრდისთვის

პატიებით საკუთარ თავს ვაძლევთ უფლებას ვიცხოვროთ აგრესიის და ტკივილის გარეშე. ჩვენი ბრაზი და აგრესია იგივეს იზიდავს. ნეგატიური ენერგია ისევ ჩვენ გვიბრუნდება. თუ ჩვენში სიკეთე და სიყვარულია, ასეთივე ადამიანებს და სიტუაციებს მოვიზიდავთ ჩვენს ცხოვრებაში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,437 ნახვა
%d bloggers like this: