ჯანდაცვა

საქართველოში კორონავირუსზე პირველი ბავშვი აცრეს

Nusagi

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის წევრი, პედიატრი თემურ მიქელაძე აცხადებს, რომ გამონაკლისის სახით მისი 12 წლის პაციენტი “ფაიზერის” ვაქცინით აიცრა.

თემურ მიქელაძის თქმით, ბავშვებში კორონავირუსის გავრცელების მთავარი მიზეზი არის ის, რომ ისინი აუცრელ ჯგუფს წარმოადგენენ და იმედი გამოთქვა, რომ შესაბამისი ვაქცინის დოზების მიღების შემდეგ ვაქცინაცია ამ ასაკობრივ ჯგუფზეც გავრცელდება.


“ბავშვები უნდა განვიხილოთ ამ ეტაპზე ე.წ. აუცრელ ფენად, მოგეხსენებათ ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია რამდენიმე ქვეყანაში ტარდება და ჩემი პაციენტიც იყო, 12 წლის ასაკის ბავშვი განსაკუთრებული ჩვენებით, რომელიც ავცერით “ფაიზერის” ვაქცინით. მე ვიმედოვნებ, რომ როდესაც დოზები გვექნება, ეს ასაკობრივი ჯგუფიც მოვიცვათ, ამ ასაკობრივ ჯგუფშიც ჩავატარებთ ვაქცინაციას.

რაც შეეხება გავრცელებას, რა თქმა უნდა, ბავშვებში არის გავრცელება იმიტომ, რომ ისინი არიან აუცრელები და შესაბამისად, არის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი ამ ეტაპზე, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებული სიმძიმით მიმდინარეობა, რაც აქამდე არ ყოფილა ამ ასაკობრივ ჯგუფში, არ არის. გავრცელება არის იგივე 10-11 პროცენტში. ანუ თუ ინფიცირდება 3000-მდე ადამიანი, 300-მდე არის ბავშვი.

ბოლო პერიოდში მკვეთრად იყო გაზრდილი მომართვიანობა, ან მე ვადასტურებდი ან დადასტურებული მიკავშირდებოდა, დღეს კი იყო მხოლოდ ერთი შემთხვევა და გამიხარდა. განსაკუთრებული სიმძიმე არ შემხვედრია და ჰოსპიტალიზაციის ერთი შემთხვევა მქონდა.

ჩვენი მთავარი მიზანი რა უნდა იყოს პედიატრებისაც, ოჯახის ექიმისაც – მაქსიმალური და დინამიური მეთვალყურეობა გავუწიოთ ბავშვებს ბინაზე,” – განაცხადა თემურ მიქელაძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,475 ნახვა
%d bloggers like this: