სოციალური ქსელები და მედია

ალისტრახოებო, ეგ პლაკატები სიძულვილის კი არა, სიმართლის პლაკატებია, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ნაცები დავასრულოთ, იქნება ეს პლაკატების დაბეჭდვა-გაკვრა და სიმართლის დაცვა

Nusagi

ონლაინგამოცემა For.ge-ს რედაქტორი და ორგანიზაციის „დავასრულოთ“ წევრი, გიორგი იაკობაშვილი აცხადებს, რომ თბილისის ქუჩებში გაკრული „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო შინაარსის პლაკატების უკან მისი ორგანიზაცია დგას.

„ამ პლაკატებით, საზოგადოებასა და, პირველ რიგში, ხელისუფლებას, გვინდა, შევახსენოთ, რომ ეს ქვეყანა მოძალადეებისა და მკვლელების ვერასდროს ვერ იქნება. მოძალადეები და მკვლელები ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა მოიკითხოს იმ ადამიანებისკენ, რომელთაც დღეს, რატომღაც, ოპოზიციას უწოდებენ. ეს არანაირი ოპოზიცია არ არის. ნოდარ მელაძეა ჟურნალისტი თუ „ალისტრახო“ იყო ჟურნალისტი?! მათ ჟურნალისტებად არ მივიჩნევ. ნიკა გვარამია როგორაა ჟურნალისტი, როცა გაქცეულ, ყოფილ პრეზიდენტს ტელეფონზე ესაუბრება და ერთად განიხილავენ, რა უნდა მოხდეს. საზოგადოებაში არაჯანსაღი კლიმატის შექმნა, ტემპერატურის აწევა ხომ წლების განმავლობაში გრძელდება. ამ ქვეყანაში, „ნაციონალური მოძრაობა“ ასოცირდება ომებთან, მკვლელობებთან, რეკეტთან, ადამიანის უფლებების დარღვევასთან. მათი ხელისუფლებაში მოსვლა ყველაფერს ამას გაამეორებს. მე და ჩემს თანამოაზრეებს სწორედ ამის თქმა გვინდოდა საზოგადოებისთვის“, – აცხადებს „ქრონიკასთან“ გიორგი იაკობაშვილი.

იქამდე, მან Facebook-ზე სტატუსი დაწერა:

„მედიაზონდერებო, აი, მართლა იმას რა ვუთხარი, ვინც თქვენ ჟურნალისტები გიწოდათ… ქუჩაში ტიტლიკანად სირბილი, მემორიალზე ცეკვა, იქვე მოსაქმება და ათასი სისაძაგლე გამოხატვის თავისუფლებაა, ხოლო საგნებისთვის თავისი სახელის დარქმევა – უკანონობა, ხომ?! ეგ პლაკატები სიძულვილის კი არა, სიმართლის პლაკატებია. სიმართლე კი, ყოველთვის კარგია, რადგან სიმართლე სინათლეა. არ მოგეწონათ, ხომ?! ვინც ნახა, ყველამ მხარი დაგვიჭირა, უკლებლივ ყველამ! ჩვენზე და ჩვენს ორგანიზაციაზე – „დავასრულოთ” – რატომ არ მიიტანეთ ეჭვი? სიმართლე გითხრათ, ცოტა არ იყოს, მეწყინა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ნაცები დავასრულოთ და ეს მოხდება არჩევნების წინ, არჩევნების დროს და არჩევნების შემდეგ. იქნება ეს პლაკატების დაბეჭდვა, გაკვრა და საკუთარი სიმართლის დაცვა ყველგან და ყოველთვის. მაშ, თბილისისთვის 48 მილიონის მოპარვა შეიძლება, მკვლელებისთვის მკვლელების დაძახება კი, უკანონობაა? ხაბეიშვილს ებარებოდეთ და იმას კიდე… ალისტრახოს. მაგრამ იმასაც უნდა მოეთხოვოს პასუხი, ვინც თქვენ გაგაბლატავათ, თქვენ – მოძალადეები, მკვლელები, რეკეტიორები, ფლიდები, გაიძვერები, არამზადები… ბევრ ეპითეტს ჩამოვთვლიდი, ყველაზე საზიზღრებს, მაგრამ ერთიც საკმარისია, რადგან ყველას იტევს – „ნაცები”!!! აქვე ვიტყვი, რომ შარშან ლადო კახაძე პირადად შემპირდა, რომ ფრანგულ კანონს „ცილისწამების შესახებ” გადმოაქართულებდა, მაგრამ მას შემდეგ კახაძეს ამ კანონის შესახებ არც სიტყვა დაუძრავს და არც სადღეგრძელო. ხოლო ჩვენ – ჩემი მეგობრები ნამდვილი კოლეგები, თანამოაზრეები და უბრალოდ, ყველა წესიერი ადამიანი, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, დემოკრატია, სოლიდარობა და ტრადიციული ევროპის ტრადიციული ღირებულებები, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხალხმა არ დაგივიწყოთ. მტერს სახეზე უნდა ვცნობდეთ. პლაკატები კი… პლაკატები ჟურნალია, კინოც მალე დაიწყება პ.ს. ახლა ვნახე, ნანული ჟორჟოლიან-ექსკოდუასაც მოუჩმახავს რაღაც… არ დაუჯეროთ, დაიკიდეთ“, – წერს გიორგი იაკობაშვილი.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პირები, რომელთაც ქუჩებში თვითნებურად გააკრეს პლაკატები, დაჯარიმდებიან.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,457 ნახვა
%d bloggers like this: