მედიცინა

ამ ეტაპზე ნებაყოფლობითი ვაქცინაციის მოდელს მივყვებით და გავაგრძელებთ

Nusagi

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ამ ეტაპზე ვაქცინაციის ნებაყოფლობითი მოდელი შენარჩუნდება. მისივე თქმით, ვაქცინის დოზები საკმარისია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია სწრაფად მოხდეს.

„ამ ეტაპზე ჩვენ მივყვებით ნებაყოფლობითი ვაქცინაციის მოდელს და ამას გავაგრძელებთ. ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფად მოხდეს სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია. მათი ნაწილი უკვე აცრილია, ნაწილი „ფაიზერის“ ვაქცინას ელოდებოდა და ჩვენ ამ პერიოდში მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, განსაკუთრებით კოვიდკლინიკებში დასაქმებულ პერსონალს და ასევე სასწრაფო გადაუდებელი სამსახურის პერსონალს, რათა მათ პრიორიტეტულად ჩაიტარონ ვაქცინაცია. დოზები საკმარისია და მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში ეს ჯგუფი აიცრას“, – განაცხადა გაბუნიამ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,449 ნახვა
%d bloggers like this: